საზოგადოება

რუსმა ჟურნალისტებმა აჭარული ხაჭაპურის მომზადება ისწავლეს

10.06.16 17:25


მოსკოვში კულინარული ონლაინ-გამოცემების რედაქტორებისათვის ქართულ სამზარეულოში მასტერ-კლასი ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იყო.

საქართველოს ხელისუფლება აქტრიურად მუშაობს საქართველოში რუსი ტურისტების მოზიდვაზე, ამის პარალელურად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რუსეთში პიარ-კამპანიას აგრძელებს.

მასტერ-კლასის დაწყებამდე მონაწილეებისთვის აჭარის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად პრეზენტაცია გაიმართა.


რუსმა ჟურნალისტებმა ტრადიციული კერძები — ხინკალი და აჭარული ხაჭაპური მოამზადეს.

„კულინარიულმა მასტერ-კლასმა აჩვენა, რომ ასეთი სახის ღონისძიებას მედიაში დიდი გამიხმაურება აქვს.

ათობით მასალა, რომელიც ქართულ სამზარეულოს ეძღვნება, ჩვენს პოტენციურ ტურისტებზე გავლენას ახდენს და ისინი არჩევანს აჭარაზე აჩერებენ“, — განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა თამარ მგელაძემ.

კულინარული მასტერ-კლასის გარდა, ჟურნალისტებისთვის გაიმართა პრეს-ლანჩი, რომელსაც National Geograpic-ის, Travel Ru-ს, Interfax tourism-ის, Travelfax.ru-სა და TravelWeekly.ru-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყოველწლიურად საქართველოს სულ უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს.

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა — ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ქვეყანა 2 მლნ 119 ათას 275-მა ადამიანმა მოინახულა, რაც 15,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 559


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები