პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტმა მოილაპარაკეს განიხილონ მომავალი კონსტიტუცია

19.06.17 15:10


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებების ერთობლივი მსჯელობით განხილვაზე, განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ორი დღის წინ მზადყოფნა გამოთქვა განიხილოს კონსტიტუციის პროექტი საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც დოკუმენტში რიგი შესწორებების წინააღმდეგია. ამასთან კობახიძემ ამის გაკეთება პირადაპირ ეთერში შესთავაზა პრეზიდენტს. „ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ფართო ჩართულობას, პროცესის მაღალ ლეგიტიმაციას და შესაბამისად, მივესალმებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, ერთობლივ მსჯელობასთან დაკავშირებით და ვთავაზობთ, რომ აქ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და ბიზნეს ასოციაციები, რომელი პროცესიც ფართოდ იქნება გაშუქებული მედიის მიერ იმ პრობლემურ საკითხებზე, რომელიც დღეს ჩვენ ხელს გვიშლის მივაღწიოთ რეალურ კონსენსუსს”- უთხრა აბაშიშვილმა ჟურნალისტებს.

ეს მსჯელობა საჭიროა იმისთვის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი დოკუმენტი მივიღოთ არა ერთპარტიულად, არამედ ფართო კონსენსუსის საშუალებით, — თქვა აბაშიშვილმა.

საქართველოს კონსტიტუციის განახლებული პროექტი ითვალისწინებს საქართველოს გადასვლას მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე. აქედან გამომდინარე, იკვეცება პრეზიდენტის და იზრდება მთავრობის უფლებამოსილებები. მოსალოდნელია, რომ განახლებული კონსტიტუციის პროექტს 2017 წელს მიიღებენ, მაგრმ იგი ძალაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები