პოლიტიკა

დაპირისპირება თორდია -ფარცხალაძეს შორის - მთავარ აუდიტორს გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაცია არ აქვს

19.06.17 18:35


სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელი, ლაშა თორდიას აცხადებს, რომ მას დაზარალებულის სტატუსი არ აქვს მინიჭებული და შესაბამისად, საქმის დეტალები მისთვის უცნობია.

"მოთხოვნები დავაყენე პირველივე ეტაპზე, როდესაც ვსაუბრობდით, თუ რა ფორმით შეიძლებოდა გაგრძელებულიყო საქმე, ვინაიდან, პარლამენტის მხრიდან იყო ნათქვამი, რომ დაველოდოთ გამოძიებას, მეც ველოდები გამოძიებას. ვინაიდან მე არანაირი სტატუსი არ მომნიჭებია, არანაირ ინფორმაციას თუ ვინ დაიკითხა ან რა ხდება, ამ ეტაპზე არ ვფლობ. არის იგივე სიტუაცია, რაც იყო აქამდე," - აცხადებს ლაშა თორდია.

გენერალურმა აუდიტორი, ლაშა თორდია აცხადებს, რომ მას 13 მაისს, გამთენიისას ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სცემეს. შსს-მ გამოძიება იმავე დღეს, 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ოთარ ფარცხალაძე გამოძიებამ 5 დღის შემდეგ, 17 მაისს დაკითხა.

24 მაისს კი გავრცელდა გენერალური აუდიტორის მაკომპრომენტირებელი ვიდეო მასალა, სადაც სავარაუდოდ ლაშა თორდიას 2016 წლის 24 დეკემბერს კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტი არის ასახული.

გენერალურ აუდიტორს აქვს ეჭვი, რომ საგამოძიებო უწყებები ყოფილ მთავარ პროკურორთან შეთანხმებით მოქმედებენ.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები