საზოგადოება

რეპერი მაქს კორჟი თბილისშია

10.06.16 17:55


ბელარუსელი მომღერალი და ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი მაქს კორჟი თბილისში სოლო კონცერტს გამართავს.

რეპერის გამოსვლა 11 ივნისს, Tbilisi Event Hall-ის სცენაზე გაიმართება. მასტან ერტად მსმენელის წინაშე წარდგება ქართველი დიჯეი — გიგი ჩიჩუა, იუწყებიან ორგანიზატორები.


კონცერტის შემდეგ მაქს კორჟს თბილისის კლუბ One Side Tbilisi-ში აფთერ-ფართი ელოდება, საღამოზე DJ Selebrium-ი გამოვა.

მომღრალი და სიმღერების ავტორი მაქს კორჟი ქალაქ ლუნინეციდანაა (ბრესტის ოლქი). მომღერალი მუსიკით ბავშვობის ასაკიდან იყო დაინტერესებული. 16 წლის ასაკში კორჟმა მეგობრებთან ერტად მუსიკალური ჯგუფი LunClan-ი შექმნა, თუმცა მალე სოლო-კარიერა აირჩია.

კორჟი ოთხი სტუდიური ალბომის ავტორია. 2013 წელს RAP.RU-ს ვერსიით, მისმა ფირფიტამ „ცხოვრება კაიფში“ რუსულენოვანი ალბომების ჩამონათვალში მეხუთე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, 2013 წელს მაქს კორჟმა მუსიკალურ ტელეარხ A-One Hip-Hop Music Channel-ზე „წლის არტისტის“ კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, მას სხვადასხვა მუსიკალური პრემიები და ჯილდოები აქვს მიღებული.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები