პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი - ევროპული ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელმაც სიკეთე და კეთილდღეობა უნდა მოუტანოს თითოეულ მოქალაქეს

19.06.17 20:45


ევროპული ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის არჩევანი, რომელმაც სიკეთე და კეთილდღეობა უნდა მოუტანოს თითოეულ მოქალაქეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვებ-გვერდის DCFTA.GOV.GE-ს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, განსაკუთარებული შესაძლებლობები გაიხსნა ვიზალიბერალიზაციის კუთხით, რომელიც უმნიშვნელოვანესი, განუყოფელი ნაწილია თავისუფალი ვაჭრობის.

,,ვფიქრობთ, რომ დღეს უკვე თავისუფალი მოგზაურობის შესაძლებლობა საშუალებას აძლევს საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ ევროპის ბაზრის შესაძლებლობების შესახებ და მაქსიმალურად ეცადონ დაამყარონ ახალი კონტაქტები და ახალ ბიზნესთანამშრომლობას ჩაუყარონ საფუძველი ევროპელ მეწარმეებთან.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საინფორმაციო პორტალი, რომელსაც დღეს ეყრება საფუძველი.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ და მოგიწოდოთ, რომ იყოთ აქტიურები და ერთად განვახორციელოთ ის უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რომლებიც ქვეყანას გახდის კიდევ უფრო ევროპულს, ჩვენს ბიზნესგარემოს გახდის კიდევ უფრო კონკურენტულს და ჩვენს მეწარმეებს გახდის კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები