პოლიტიკა

გერმანიის შსს-ს სახელმწიფო მდივანი - საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ შეჩერების მექანიზმის შემოღებას უნდა დაველოდოთ

10.06.16 18:20


საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ შეჩერების მექანიზმის შემოღებას უნდა დაველოდოთ, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ემილი ჰაბერმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის საკითხი, რომლის განხილვასაც დღეს ვგეგმავთ.

გეთანხმებით, რომ ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის.

თუმცა, ჩვენ უნდა დაველოდოთ შეჩერების მექანიზმს, რათა დავწმუნდეთ, რომ შევძლებთ ზომების მიღებას თუ მოხდება უვიზო რეჟიმის დარღვევის მასიური ფაქტები“, - განაცხადა ჰაბერმა.

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი ლუქსემბურგში დაწყებული ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგშია.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 892


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები