პოლიტიკა

ანა დოლიძე - დღეს გამოხატული ნებით პარლამენტის წევრებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღეს

10.06.16 18:30


უზენაესი სასამართლოს წევრობის ერთ-ერთი კანიდატის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური პასუხიმგებლობის კულტურა უნდა დამკვიდრდეს.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ხმის მიცემა -არ მიცემით პარლამენტარები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებენ.

„საქართველოში უნდა დამკვიდრდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის კულტურა. ჩვენ ისტორიულად ეს კულტურა არ გვქონია და უნდა გავითავისოთ, რომ ხმის მიცემით ან არ მიცემით თითოეული პარლამენტარი იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. დღეს გამოხატული ნებით პარლამენტის წევრებმა აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ მიმართულებაზე რა მიმართულებაც მიმდინარეობს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემას სჭირდება არამარტო რეფორმა, არამედ ტრანსფორმაცია. ეს ნიშნავს ღიაობას, რადიკალურ რეფორმებს.

რაც უფრო დაგვიანდება ახალი სისხლის შეტანა სასმართლო სისტემაში, მით უფრო დაგვიანდება სასამართლო სისტემის ძირეული ცვლილება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.

უზენაეს სასამართლოში მათ დამტკიცებას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. კენჭისყრა ასეთი შედეგით დასრულდა: ანა დოლიძე 34 - მომხრე, 4 - წინააღმდეგი; თამარ ლალიაშვილი 27-მომხრე, 2 - წინააღმდეგი; ნონა თოდუა 22- მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი.

შესაბამისად, უზენაეს სასამართლოში გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი არც ერთი მოსამართლეობის კანდიდატი არჩეული არ არის.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები