საზოგადოება

თბილისი თანამედროვე ცეკვის სამხრეთკავკასიურ ფესტივალს უმასპინძლებს

20.06.17 18:25


სამხრეთკავკასიური ექსპერიმენტული ხელოვნებისა და თანამედროვე ცეკვის ფესტივალი თბილისში 20-21 ივნისს და ასევე სექტემბრის თვეში გაიმართება.

ფესტივალის მიზანია საქართველოში თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების განვითარება. ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა ცვლილებებისთვის“ და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო.

წელს ფესტივალი სტუმრებს სამ მოვლენას სთავაზობს — გერმანიის, შვეიცარიისა და საფრანგეთის ქორეოგრაფების მიერ დადგმულ სპექტაკლებს.

ცეკვის ფესტივალს იაპონური წარმოშობის გერმანელი ქორეოგრაფის ტაკაკო სუძუკის სპექტაკლი More Than One Species-ი გახსნის. 1-2 სექტემბერს ფესტივალის სტუმრები შატო მუხრანში შვეიცარელი ქორეოგრაფის სალომე შნეებელის (Salome Schneebeli) დადგმას Supra4Ever ნახავენ — ესაა ინსტალაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მსახიობები და მოცეკვავეები. 12-13 სექტემბერს ფესტივალის ფარგლებში ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის სცენაზე ფრანგი დამდგმელი ქორეოგრაფის ჟერომ ბელის სპექტაკლ Gala-ს უჩვენებენ. ფესტივალის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით აქ. სამხრეთკავკასიური ექსპერიმენტული ხელოვნებისა და თანამედროვე ცეკვის ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები