პოლიტიკა

პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარს აცხადებს

20.06.17 18:45


პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განხილულიყო, უარი თქვა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე თავად განაცხადა.

პარლამენტის რიგგარშე სხდომა, ხვალ უნდა გამართულიყო. მასზე საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის გარდა, ასევე დაგეგმილი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის უარის მიუხედავად, პარლამენტს აქვს უფლებამოსილება რიგგარეშე სხდომა მაინც გამართოს.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები