პოლიტიკა

WSJ: ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის საკითხს სექტემბრისთვის დაუბრუნდება

10.06.16 18:40


ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი, სავარაუდოდ, სექტემბრამდე გადადო, იუწყება ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

საქართველოს ხელისუფლებას იმედს გამოთქვამდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ზაფხულისთვის გაუქმდებოდა, მაგრამ ივნისის თვის დასაწყისში, საკითხის განხილვა გადაიდო.

WSJ-ის წყაროს თანახმად, აღნიშნული საკითხის გადადების გადაწყვეტილებას საფუძვლად ქვეყანაში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების არსებობის გამო ოფიციალური ბერლინის შეშფოთება დაედო.

უცხოური პრესა პერიოდულად აქვეყნებს გერმანიაში ქურდობასა და ყაჩაღობაში ბრალდებული ქართველების დაკავების შესახებ ინფორმაციას.


საფრანგეთიც იზიარებს გერმანიის პოზიციას. ფრანგები კი მიიჩნევენ, რომ ტერორისტული საფრთხეების ფონზე, უვიზო რეჟიმი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემისთვის ახალ გამოწვევებს შექმნის.

გერმანიამ, იტალიისა და საფრანგეთის მხარდაჭერით, 8 ივნისს ევროკომისიას თხოვნით მიმართა ევროკავშირის ტერიტორიაზე ქართველი კრიმინალების დანაშაულზე წარადგინოს ანგარიში.

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე საქართველოს მზადყოფნის შესახებ დადებითი დასკვნა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა. თუ ევროპარლამენტარები კანონპროექტსდაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180–დან 90 დღემდე ვადით შეძლებენ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები