ეკონომიკა

დანია საქართველოში ახალ აგროპროგრამას დააფინანსებს

20.06.17 20:00


დანიის მთავრობა საქართველოსთვის სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დაფინანსებით მიმდინარე პროექტ „სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის“ (AMMAR) ფარგლებში შემუშავებული ახალი საგრანტო პროგრამის განხორციელებისთვის 28 მლნ დანიურ კრონს გამოყოფს.

ახალი პროექტი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სექტორში ახალგაზრდების ჩართვას, რაც დარგის გრძელვადიანი და მდგრადი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძემ.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სოფლად მცხოვრებ 40 წლამდე ქალებსა და 35 წლამდე მამაკაცებს. პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და სხვა იურიდიული პირები, რომელთა დამფუძნებლებიც და მმართველი გუნდიც ამ ასაკობრივ მოთხოვნას აკმაყოფილებს, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

პროგრამა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარების დახმარებას ბიზნეს-გეგმის შედგენის ეტაპზეც. წარდგენილი ბიზნეს-გეგმების განხილვის საფუძველზე, თითოეულ აპლიკანტზე გამოიყოფა დაფინანსება არაუმეტეს 25 000 აშშ დოლარისა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გულისხმობს 40 % გრანტისა და 60 % ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობას.

პროგრამას, რომელიც 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები