მსოფლიო

მეხის ჩამოვარდნას ორ დღეში 22 ადამიანი ემსხვერპლა

20.06.17 21:00


სულ ცოტა 22 ადამიანი გარდაიცვალა ორი დღის განმავლობაში მეხის ჩამოვარდნის შედეგად ბანგლადეშში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო "ფრანს პრესზე" დაყრდნობით.

ბანგლადეშის ბუნებრივი კატასტროფების შედეგების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ რეაზა აჰმედის განცხადებით, ქვეყანას ორშაბათს რამდენიმე ქარიშხალი დაატყდა თავს და ასევე რამდენჯერმე ჩამოვარდა მეხი, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორისაა სამი სულისგან შემდგარი ოჯახიც, რომლის წევრებიც არაქისის მინდორში მუშაობდნენ, როცა მეხი ჩამოვარდა.

გასულ კვირას კოკისპირული წვიმებისა და მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ბანგლადეშში 158 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 500 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

მუსონური პერიოდი ქვეყანაში ივნისში იწყება და სექტემბრის ჩათვლით გრძელდება, რასაც ხშირად სდევს მსხვერპლი მოსახლეობაში.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები