სასომხეთი ქრისტიანული მხოლოდ თურქი-არსაკიდების წყალობით გახდა

14.08.17 15:15


სომეხ ნაციონალისტებს ნებისმიერი საბაბით უყვართ იმის ხაზგასმა, რომ სასომხეთი გახლდათ „მსოფლიოს უპირველესი ქრისტეანული ქვეყანა“ და თავს ვერ გაუყადრებს რომელიღაც „ველურ“ თურქულ ერებს.

თუმცა საფუძვლიანი ისტორიული ანალიზი საშუალებას იძლევა გაკეთდეს პარადოკსალური დასკვნები. სასომხეთი ქრისტეანულ ქვეყანად სწორედ თურქთა და თურქული წარმომავლობის ელიტის წყალობით გახდა. თანაც მაშინ, როდესაც „ჰაის“ ეთნიკურ კომპონენტს, სავარაუდოდ, საერთოდ არავითარი კავშირი არ ჰქონდა ამ ძირეულად მრავალეროვან სახელმწიფო წარმონაქმნში.

იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რატომ მიიღო სასომხეთის ელიტამ ჩვენი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში ქრისტეანობა, აუცილებელია გავაცნობიეროთ, თუ რას წარმოადგენდა ეს სახელმწიფო და ყველაზე მთავარი-რა პროცესები მიმდინარეობდა იმ იმპერიაში, რომლის შემადგენლობაშიც იგი შედიოდა ჩვენი წელთაღრიცხვის მე-3-4 საუკუნეების მიჯნაზე – სასანიდურში, რომელსაც მანამდე პარფიანულ იმპერიას ანუ პარფიანულ სამეფოს უწოდენდნენ.

შეგახსენებთ, რომ პარფიანული სამეფო ჩამოაყალიბა ერმა, რომელიც ისტორიაში „პარნის“ ანუ პარფიანების სახელწოდებით შევიდა, რომელსაც, მრავალი თანამედროვე სწავლული-ისტორიკოსების მოსაზრებით, თურქული წარმომავლობა ჰქონდა. მისი თავდაპირველი სამოსახლო – ტურანი – ამჟამინდელი ყაზახეთისა და თურქმენეთის ტერიტორიაზეა.

პარფიანული სამეფოს ცენტრი ამჟამინდელი თურქმენეთის ტერიტორიაზეა. შემდეგ მან მოიცვა თანამედროვე ირანის, ერაყის, ავღანეთის უზარმაზარი ტერიტორიები და ასევე ის ადგილი, სადაც წარმოიქმნა სასომხეთის სახელმწიფო, რომელიც პარფიანელ მეფეთ მოსაზღვრე და ვასალი გახლდათ. აქ დამკვიდრდა პარფიანულ სახელმწიფოში გამეფებული არსაკიდების (ანუ არშაკიდების) დინასტიის უმცროსი შტო.

თუმცა, ჩვენი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში პარფიანულ სამეფოში გადატრიალება მოხდა... ძალაუფლება ხელში ჩაიგდო წარმოშობით სპარსულმა სასანიდების დინასტიამ.

დაიწყო ძველი თურქული ელიტისა და ეთნიკური თურქების დევნა, რომლებიც იძულებულნი იყვნენ გარეუბნებში ან იმ სახელმწიფო წარმონაქმნებში გადასახლებულიყვნენ, სადაც ხელისუფლებას კვლავ ინარჩუნებდნენ თურქი-არსაკიდები, ანუ იგივე სასომხეთში, რომელიც თავისი სასაზღვრო სტატუსიდან გამომდინარე, მჭიდროდ იყო დასახლებული სწორედ თურქებით, რომლებიც აქ სამხედრო სამსახურში იყვნენ.

რჩებოდა ერთიანი რელიგიური ზოროასტრიზმის სისტემა, სადაც ხელისუფლება ერაყში ასევე სასანიდებმა და ეთნიკურმა სპარსებმა ჩაიგდეს ხელში. ამგვარი მდგომარეობა სასომხეთში პარფიანულ ელიტას არ აწყობდა.

სწორედ აქ იმალება კიხვაზე პასუხი, რატომ გაუადვილდა ასე გრიგორი განმანათლებელს, ადამიანს, რომელიც პარფიანულ სამეფო გვარს მიეკუთვნებოდა და კავშირი ჰქონდა ყოფილ თურქულ ელიტასთან, პარფიასთან სასომხეთში, თავისი თანატომელების ასე ადვილიად მოქცევა ქრისტეანობაზე. ის და მისი შთამომავლობა სასომხეთის ეპისკოპოსები იყვნენ ასზე მეტ წელიწადს.

ანუ, ჩვენი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ქრისტეანობა მიიღო არა სომხურმა „ჰაის“ ეთნოსმა, რომელიც მაშინ ჯერაც არ იყო ჩამოყალიბებული, არამედ პარფიანულმა სახელმწიფომ „უმცროსი“ არსაკიდებისა, რომლებიც მართავდნენ ამ ადგილებს გეოგრაფიული სახელწოდებით „სასომხეთი“.

სავარაუდოდ, სასომხეთის სახელმწიფოს თურქულ-პარფიანულ ელიტაში რელიგიური არხებით მიმდინარე სასანიდური ექსპანსიის საპირწონეს სწორედ ქრისტეანობაში ხედავდნენ.

სწორედ ამიტომაც მომდევნო საუკუნე ნახევარში სასომხეთი მეტად იხრებოდა რომის იმპერიისაკენ, სადაც ქრისტეანობა ასევე სახელმწიფო რელიგიად იქცა.

რაც შეეხება ჰაის ტომებს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თურქული ქრისტეანული მმართველობა სასომხეთისა დაინტერესებული იყო საკუთარი ქვეყნის განსახლებით, რომელიც ეპიდემიებისა და ომების გამო დაიცალა. ტბა ვანის რაიონში ჩამოსახლდა დასავლეთიდან ჩამოსული ჰაის ტომი, რომლებიც წარმოშობით ფრაკიელთა და ფრიგიელთა მონათესავენი იყვნენ, რომელთაც რომაელები და ბერძნები ველურებად და ბარბაროსებად მიიჩნევდნენ (სავარაუდოდ, ჰაიები მათგან შორს არ წასულან).

საუკუნენახევრის განმავლობაში თურქი-არსაკიდების მმართველობის ქვეშ გაქრისტეანებული ჰაიები ეზიარნენ კულტურასა და ცივილიზაციას, გამრავლდნენ და ეთნიკურ უმრავლესობად იქცნენ სასომხეთის ზოგიერთ ადგილას.

ამის შემდეგ, სწორედ ჰაის ეთნიკური კომპონენტი გახდა მიზეზი სომხური ეკლესიის განდგომისა მართლმადიდებლობისაგან და აქ მონოფიზიტური (სომხურ-გრეგორიანული) სარწმუნოების გავრცელებისა. თავდაპირველად მონოფიზიტობა სწორედ ჰაის ეთნოსში გავრცელდა.

მესროპ მაშტოცის დროიდან, ჰასი წარმომავლობის საეკლესიო მსახურები ყველანაირად ცდილობდნენ სალიტერატურო საეკლესიო ენა „გრაბარი“ (ჰაიურ საფუძველზე) საეკლესიო მსახურების ენად დაემკვიდრებინათ. პირველ რიგში, ეს იმისათვის კეთდებოდა, რომ გაემიჯნათ სომხური ეკლესია ჯერ ბიზანტიის მართლმადიდებლური ეკლესიისაგან, ხოლო შემდეგ იბერიისა (საქართველო) და კავკასიური ალბანეთის ეკლესიებისაგან.

ასე და ამგვარად დაიწყო სასომხეთის ქრისტეანული მოსახლეობის გასომხება, რომელსაც თავდაპირველად ჰაის ტომთან არავითარი კავშირი არ ჰქონია, არამედ მისი წარმოშობა თურქული წარმომავლობის პარფიანულ ელიტას უკავშრდება.




KavkazPlus

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები