უნდა აჩუქონ თუ არა თურქებმა ოსებს ალანთა ისტორია?

23.08.17 23:30


თურქული სახელმწიფოების ისტორია, როგორც ჩანს, ერთე-რთი ნაწილია ყველაზე ფალსიფიცირებული და ნაციონალისტი ფსევდო ისტორიკოსების მიერ „გაძარცვული“ მსოფლიო ისტორიისა. ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფოს ერთეულის წარმომქმნელი ეთნოსი, რომელიც ყველა ინფორმაციის თანახმად თურქულია, მაგრამ რომლის ისტორიაც „მიითვისეს“ სხვის მიწებზე მონადირე ოსმა ნაციონალისტებმა, გახლავთ ალანები.

სამწუხაროდ, მეცნიერ-თურქოლოგებმა სრულიად დაუთმეს ალანთა „ისტორია“ ისტორიის გამყალბებლებს ოსი ნაციონალების რიგებიდან, რომელთაც მთელი თეორია ააგეს ე.წ. უძველესი ალანებისა და თანამედროვე ოსების „იდენტურობის“ შესახებ, თუმცა ამის არავითარი მტკიცებულება არ გააჩნიათ.

პირიქით, ნებისმიერი, ვინც ალანების ისტორიით ინტერესდება და მის შესწავლას იწყებს, ადრე თუ გვიან, მიდის იმ დასკვნამდე, რომ ალანები სწორედ თურქული წარმომავლობისა არიან.

სხვათა შორის, ამგვარ დასკვნამდე ირიბად მიდის (მისი მიზანი ეს არ გახლავთ) თინა დოკაევა თავის წიგნში «ალანები: საიდანაა მათი ძირი?», რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ალანთა და ოსთა ისტორიის გამიჯვნა.

ის, რომ ოსებს არავითარი კავშირი არ აქვს ალანებთან (მათათან, ვისზეც ისტორიკოსები მიგვითითებენ) ჩანს ოსი ერის კულტურისა და ყოფის ზედაპირული შესწავლითაც.

ისტორიულად, ალანები მებრძოლი ხალხია, რომლებიც შორ მანძილზე გადაადგილდებოდნენ და ევროპას შიშის ზარს სცემდნენ, მაგრამ თანამედროვე ოსები, ისევე როგორც ისტორიკოსებისათვის, მწერალთათვის და მოგზაურთათვის კარგად ცნობილი მე-18-19 საუკუნის ოსები საერთოდ არ იწვევენ ამგვარ ასოციაციას.

საკმარისია გავეცნოთ რუსი პოეტის მიხეილ ლერმონტოვისა და ასევე სხვა რუსი და არარუსი მწერლისა და ისტორიკოსის წერილობით ცნობებს ოსების შესახებ. მათ ნაწერებში ძალიან ბევრი ცნობაა ოსების სიღარიბისა და უბადრუკი ყოფის, მათი ქურდობისაკენ და ალკოჰოლიზმისაკენ, ასევე სხვადასხვა მავნე ჩვევების გავრცელებისაკენ მიდრეკილებების შესახებ, მარამ ალანთა ყოფილი დიდების შესახებ არავითარი ცნობა არ მოიპოვება...

გთავაზობთ ციტატას ლერმონტოვის ერთ-ერთი ნაწარმოებიდან «ჩვენი დროის გმირი» (თხზულება «ბელა»):

«ოსებმა ხმაურით ალყა შემომარტყეს და ჩემგან არყის საფასურს ითხოვდნენ; მაგრამ შტაბს-კაპიტანმა მათ ისე მკაცრად დაუღრიალა, რომ ისინი უმალ დაიშალნენ.

- რა ხალხია! - თქვა მან, - პურის სახელსაც კი ვერ იტყვიან წესიერად, ეს კი ისწავლეს:

"ოფიცერო, არყის ფული მომეცი!" ამათ ისევ თათრები ჯობია: არ სვამენ მაინც...»

და სხვა ადგილას იგივე შტაბს-კაპიტანი ოსებზე ასეთ რამეს ამბობს:

«- საცოდავი ხალხი! — ვუთხარი მე შტაბს-კაპიტანს, ჩვენს ბინძურ მასპინძლებზე მითითებით, რომლებიც გახევებულნი მდუმარედ გვიცქერდნენ.

სულელი ხალხი! - თქვა მან. - დაიჯერებთ? არაფერი იციან, არც განათლების მიღება შეულიათ! ჩვენი ყაბარდოელები ან ჩეჩნები ყაჩაღები და ტუტვლები კი არიან, მაგრამ თავგანწირულები მაინც არიან, ესენი კი იარაღს არც კი ეკარებიან: მათ წესიერი ხანჯალიც კი არ ჰკიდიათ. ნამდვილი ოსები არიან!»

ციტატებში არსად შეგხვდებათ იგივე ისტორიული ალანების დიდების ნატამალზე საუბარიც კი, რომლებიც რომის იმპერიას შიშის ზარს სცემდნენ. ნუთუ ასი წლის განმავლობაში ალანები ასე დაკნინდნენ?

არავითრ შემთხვევაში! ალანთა შთამომავლები ეხლაც ცხოვრობენ კავკასიაში და რუსებისაგან არც ერთხელ არ დაუმსახურებით ასეთი დამამცირებელი შეფასება, როგორც ოსებმა. საუბარია არაჩაელებსა და ბალყანებზე.

მართალია, თავის დროზე ალანთა ისტორიის ერთიანად გადაწერამ ოსებზე ტრაგიკული როლი ითამაშა ამ ხალხის ბედზე, რომელნიც 1944 წელს „გერმანელ ოკუპანტებთან თანამშრომლობის გამო“ გასახლებულნი იყვნენ, თუმცა სხვა ხალხებს - იგივე ოსებს - კოლაბორაციონისტებს შორის პროცენტულად სულაც არ იყვნენ უმცირესობაში.

შედეგად, დღეს ოსებმა, რომელთაც სხვისი „ალანური“ წარსული მიითვისეს, თავის რესპუბლიკას უწოდეს არა მხოლოდ ალანია რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, არამედ აპირებენ იგივე დამართონ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ „სამხრეთ ოსეთს“. ხოლო ორი თურქულენოვანი მცირე ერები ჩრდილოეთ კავკასიაში, არაჩაელები და ბალყარები საკუთარ დიდებულ ისტორიას უკან ვერაფრით იბრუნებენ.

„ალანიის წარსული“, რომელიც ოსმა ნაციონალისტმა ცრუ ისტორიკოსებმა მიითვისეს, გახლავთ ანტი ინგუშური კამპანია. აქვთ თუ არა ინგუშებს ალანებთან კავშირი - ეს კიდევ საკითხავია. სავსებით შესაძლებელია, რომ ინგუშების წინაპრები, როგორც მებრძოლი ხალხი, ალანიის ტომობრივ კავშირში, რომელსაც თურქული საფუძველი ჰქონდა, თანაბარ უფლებებზე წევრებად ირიცხებოდნენ, ამიტომაც ჰქონდათ უფლება ალანიის ისტორიის ნაწილი ყოფილიყვნენ. მაგრამ ოსების ისტორიასთან ალანების ისტორიას არანაირი კავშირი არ აქვს.

ამას ამტკიცებს მკვლევარი თინა დოკაევა თავის წიგნში «ალანები: საიდან არიან წარმოშობით?». მისი მთავარი დასკვნა ის არის, რომ ალანთა ძირძველი სამშობლო, ისტორიული წყაროების თანახმად, ურალის, ციმბირისა და ცენტრალური აზიის ტყიან ან ტყე-სტეპების ზონაში მდებარეობდა. იქიდან კი ისინი გაიშალნენ ჩრდილოეთისაკენ, ასევე სამხრეთისაკენ, ქმნიდნენ რა დიად იმპერიებს და ითვისებდნენ სხვადასხვა, განსხვავებულ ტერიტორიებს ინდოეთიდან ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანემდე.

მართალია, აქ შეიძლება წამოვაყენოთ ვერსია იმის შესახებ, რომ ალანები ფინურ-უგორული წარმომავლობისა არიან, უნგრელთა (მადიარების) მსგავსად, ვისი წინაპრებიც სხვადასხვა მონაცემებით ურალის რაიონში ცხოვრობდნენ. მაგრამ, ჯერ ერთი, არანაირი მონაცემი ალანთა კავშირის შესახებ არც ფინურ-უგორულ ხალხთან განცალკევებითაც არ არსებობს და მეორეც, თვით უნგრელა გადასახლებაც, ისტორიკოსთა აზრით, მოხდა თურქების მიერ დიადი სახელმწიფო წარმონაქმნების ჩამოყალიბებისას, რომელთა შემადგებნლობაშიც შედიოდნენ უნგრული ტომები. თვითონ უნგრელთა ეთნოგენეზში ძალიან დიდ როლს თამაშობდა თურქული კომპონენტი.

ამასთან ალანთა თურქული წარმომავლობა ყველა კითხვას აუქმებს მათ ექსპანსიასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებულ ბიოლოგიურ-გეოგრაფიულ პირობებში ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე, ვინაიდან ამგვარი ექსპანსია სწორედ რომ დამახასიათებელია თურქი ხალხისათვის, რომლებიც ადვილად ეგუებიან სხვადასხვა საარსებო პირობებს.

დღეს ძნელია დავიჯეროთ, რომ მეირმე-დოლგანები, რომლებიც ტაიმირის ნახევარკუნძულზე მძიმე საარსებო გარემოში ცხოვრობდნენ პოლარული წრის მიღმა და დიადი მონღოლთა იმპერიის ელიტარული მმართველები ცეცხლოვან ინდოეთში არის ის ხალხი, რომლებიც ერთი ეთნიკური ძირიდან, თურქულიდან წამოვიდნენ.

და ეს ასეა! ამიტომაცაა ასეთი მნიშვნელოვანი მეცნიერ-თურქოლოგთათვის უარი არ უთხრან ალანებსა და „ასე უბრალოდ“ არ აჩუქონ ისტორიის გამყალბებლებს თურქი ხალხის ისტორიის მთელი პლასტები, რომელთა გარეშეც კაცობრიობის ისტორიის სრული სურათი არასრული და არალოგიკური იქნებოდა.

გთავაზობთ ინტერვიუს თინა დოკაევასთან ერთად მის წიგნთან დაკავშირებით, რომელიც ვებ-გვერდზე onkavkaz.com-ზე გამოქვეყნდა:

— თქვენს წიგნს ორი სათური აქვს: საერთო — «ალანები: საიდან არიან წარმოშობით?» და მეორე — «გამოგონილი მსგავსების ტყვეობაში». როგორ დავუკავშიროთ ეს ორი სათაური ერთმანეთს? რა იგულისხმება ამ მსგავსებაში?

— მსგავსება დაწერილია ყდაზე. იგი გაივლის ბროწეულის გახლეჩილ მარცვლებზე. ალანები = არიანა. სწორედ ეს ფორმულა, რომელიც ვ.ი. აბაევმა შემოიო, გახლავთ ალანო- და ოსეთოგრაფიის საფუძველი. თუმცა, სრულიად უაპეაციოდ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ მოცემული ე.წ. თანასწორობა, დეკლარირებული და ასოთა წარმოთქმაში ფონეიკური პერტურბაციებით განმარტებული, რომელიც ბერძნულ ან ლათინურ კილოზეა დაწერილი, სინამდვილეში სულაც არ არის ისტორიული, ფონეტიკა ერთია.

ისტორიული სხეული კი სრულიად სხვა რამეა. შეიძლება ითქვას, რომ ეს „ფორმულა“ თვითნებური გამოგონებაა. თუმცა ამან ოსეთის ისტორიაში დამანგრეველი როლი შეასრულა, ვინაიდან ისტორიის დამახინჯება გამოიწვია, სხვათა შორის, არა მხოლოდ ოსეთისა, არამედ ალანიისაც. ალანებმაც თავისთვად დაკარგეს ისტორია. მე ამ ფორმულას ოსეთოგრაფიის „სისტემური შეცდომა“ დავარქვი. აი, სწორედ ამას ეხება ეს წიგნი.

— გამოდის, რომ წიგნი ოსეთის ისტორიას ეხება? მაგრამ სახელწოდება რომ სხვაგვარი ქვია — «ალანები: საიდან არიან წარმოშობით?»

— წიგნი ამ და სხვა ისტორიასაც ეხება. ალანებსაც და ოსებსაც. მათ პარალელურ განხილვაში, როდესაც ექიმები სიამის ტყუპებს განაცალკევებენ, ისინი არ ამბობენ : ჩვენ განვაცალკევეთ დაშა. ისინი ამბობენ: ჩვენ განვაცალკევებთ დაშას და მაშას. მათთვის ეს ერთიანი ობიექტია. ბოდიშს ვიხდი ამგვარი შედარებისათვის, მაგრამ აქაც ჩვენს წინაშე, ისტორიკოსების დამსახურებით, (უფრო სწორედ, ისტორიკოსთა გამო), ერთი, ალან-ოსური ობიექტია და ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებთ გამიჯვნის ოპერაციას.

მაგრამ ვინაიდან ისინი სხვადასხვა საუკუნეში და ათასწლეულებშიც კი არსებობდნენ, ამიტომ გვიწევს მსოფლიოს ავუხსნათ, თუ საიდან წარმოიშვნენ ოსთა წინაპრები-ავესტიის სამყარო.

მოგვიწია ალანთა იმ სამყაროში ძებნა, — იქნებ ისინიც არიანელები არიან? ძიებამ ამგვარი შედეგი არ აჩვენა და ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში, გამოკვლევებმა ცენტრალურ-აზიური რეგიონისაკენ გადაინაცვლა, იმ სტეპური დერეფნის ზოლში, სადაც აქტიურად გადაინაცვლებდნენ ტომები-აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, სავარაუდოდ, ათასწლეულების განმავლობაში. იქნებ იქ მაინც მიგვეკვლია ძებნილ ალანთა ტომებს.

– იპოვეთ?

– დიახ, ვიპოვეთ. ოღონდ, თავდაპირველად არა სტეპურ დერეფანში, არამედ, წინაურალიეში. საკმაოდ გვიან პერიოდში, ახალ ათასწლეულში.

– გთხოვთ, დაწვრილებით მოგვიყვეთ ამის შესახებ. მგონი, კულმინაციურ წერტილს ვუახლოვდებით. თვით არსს.

– არსი მდგომარეობს ცენტრალურ აზიატურ რეალობაში შეტანილი „ძღვენი-გადასახადი-გადასახადის“ ახალ ფორმას, ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, ათასწლეულის დასაწყისში, როცა თავი იჩინეს ჩამოსახლებულმა, ახალმა ტომებმა. ეს გახლავთ ყველა საინტერესო ცხოველის ტყავის სახით მოცემული აღმოჩენები - კვერნების, ციყვების, ყარყუმის… ცხადია, იმ დროისათვის ამგვარი საქონელი ცნობილი იყო...

ეს საქონელი ვაჭრებს ჩამოჰქონდათ ჩრდილოეთიდან. ანუ სტეპური დერეფნების ჩრდილოეთიდან, რომელიც არალისა და კასპიის ზღვის გასაყარზე გაივლიდა. გახსოვთ, ჰეროდოტე აღნიშნავდა? იგი ასახელებდა აგრიპეების ტომებს, რომლებიც აღწერილობის თანახმად, წინაურალის ტერიტორიაზე მდებარეობდა, დაახლოებით იქ, სადაც მოგვიანებით, ჩამოყალიბდა ბაშკირები და სხვა ტომები ხანგრძლივი ასიმილაციის, მიგრაციის შედეგად და ასე შემდეგ.

აი სწორედ იმ აგრიპეებთან ჩადიოდნენ ვაჭრები ოლვიიდან, ტოლმაჩი თარგმნელების თანხლებით. ჰეროდოტეს თანახმად, ტოლმაჩები მუდმივად შვიდნი იყვნენ. (ეს გახლავთ იმ ურალის ტომების ენობრივი მახასიათებელი).ვაჭრები, ცხადია სწორედ იმ ტყავის საქონლის გამო ჩადიოდნენ, სტეპურ დერეფანში ჩაჰქონდათ, ხოლო იქიდან ანაწილებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში - სასახლეებში, უმაღლეს ელიტარულ საზოგადოებაში.

და ამ დროს სტეპურ დერეფანში გამოჩნდნენ ტომები, რომლებიც თავადვე მოიპოვებდნენ ამ ტყავებს. აი სწორედ ისინი გახლდნენ ალანთა წინაპრები.

– ყველაფერი ასე მარტივია?

– სწორედ რომ მარტივია. მარტივი იყო, ისტორიულ მეცნიერებას რომ არ აერ დაერია ყველაფერი. ისტორიკოსებს არ უყვართ მომიჯნავე სამეცნიერო მიმართულებების მიმდევრებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა. ისინი მათ «არასპეციალისტებს» უწოდებენ.

განსაკუთრებით კი ვერ იტანენ ეკონომისტებს. აი ფონეტიკა კი უყვართ. მთელ თავის კვლევებს ისინი სწორედ ფონეტიკაზე აგებენ. ამას ნამდვილად არ ვამბობ ოსი ისტორიკოსების საწყენად, მათი მოსაზრება-მათი საქმეა. ფონეტიკა შესაძლოა დიდი გატაცების საგანიც იყოს. მაგრამ „მათი ისტორია“ ერისთვის საშვილიშვილო საქმეა.

– მაგრამ იმ ცხოველების ტყავები როგორ უნდა დავუკავშიროთ ალანებს?

– ამ ტყავებმა ძღვენი-გადასახადის სახე მიიღო სტეპურ დერეფანში მათ მფლობელთა გადაადგილებასთან ერთად. ხოლო ეკონომიკის სამყაროში ძღვენი-გადასახადის ფორმას განსაკუთრებული, აზრობრივი დატვირთვა აქვს. იგი ახასიათებს სახელმწიფოთა და ხალხთა შორის ვასალურ-სიუზერერულ ურთიერთობას. ვასალი უხდის გადასახადს სიუზერენს. ჩვენს შემთხვევაში ვასალია – იანცაი, სიუზერენი კი – კანგიუი.

იმ დროს ამგვარ გადასახადებს ნატურით იხდიდნენ. რასაც განკარგავდნენ, იმით იხდიდნენ და რითი იხდიდნენ იანცაები? ჩვეულებრივ ისინი იხდიდნენ ტრადიციული მესაქონლეობის პროდუქტის ფორმით. სარმატთა ტიპიური საქმიანობა იყო მესაქონლეობა, ისინი კასპიისა და არალის ზღვის სანაპიროებზე ცხოვრობდნენ.

მაგრამ რაღაც ცნობილი დროის მონაკვეთში კიანგიუიში ამგვარი გადასახადი სწორედ ამგვარი ცხოველთა ტყავების სახით. ამავე დროს, მოხდა იანიცაების ალანლიაოდ გარდაქმნა, ხოლო მოგვიანებით ალანებად. ეს მოვლენები სიმპტომატურია. ისმის კითხვა: ნეტა რისთვის?

– იმდროინდელ მოვლენებს არ ითვალისწინებს ოსეთო და ალანოგრაფია?
– ისტორიკოსების მიერ ამგვარი ტრანსფორმაცია დაფიქსირებულია. ალემანისა და სხვა ალანოგრაფების მიერაც და ზოგადად ისტორიკოსთა მიერაც. გუმილევი, ვერნადსკი, ტოლსტოვი-ამას ბევრი ახსენებს. ამას ჩვენი ისტორიოგრაფებიც აღნიშნავენ, მაგრამ მალევე სცილდებიან ამ თავის მოსაზრებას! საკითხი ისევ დახურულია. ისინი ამ მოვლენას სრულად მაინც არ აქცევენ ყურადღებას, თვით ალემანიც კი, რომელიც ამ საკითხითაა დაინტერესებული.

ეს რაც შეეხება სახელის გადარქმევას. რაც შეეხება გადასახადებს, ამას საერთოდ არც მიაქციეს ყურადღება. ამ საკითხს გვერდიც აუარეს და სხვა საკითხზე გადაერთნენ. მხოლოდ კუზნეცოვი და გაბუევი ახსენებენ იმ ტყავებს, თუმცა არ უღრმავდებიან. კუზნეცოვი სხვა პროდუქტებსაც აქცევს ყურადღებას, მაგრამ ამას ვაჭრებს უკავშირებს, თითქოს ეს მათი ჩამოტანილი ან გადაყიდული იყოს.

– და რატომ გაურბიან ისტორიკოსები ამ საკითხს?

– ისინი იდენტურობას უფრო აქცევენ ყურადღებას, ურალის ტომების ძველ ირანელებთან ერთობლივ ეთნოსს, უფრო სწორედ სარმატებთან. შევეშვათ ტყავებს! მთელი მონდომება ჩვენი ისტორიკოსებისა ალანთა, ანუ ჩამოსახლებული ურალის ტომების ირანო ეთნიკურობის დამტკიცებისკენაა მიმართული.

არა, წინა რეურალი მაინც არ დარჩენილა ალანთა ეთნიკური ბუნების მკვლევარების ყურადღების მიღმა. ამას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს კეზნეცოვმა და ტამერლან გაბუევმა. სხვათა შორის, სწორედ ეს უკანასკნელი მივიდა ყველაზე ახლოს ალანთა წარმომავლობის აღმოჩენასთნ, მაგრამ შემდეგ სწრაფად დაიხია უკან და აბაევის მიერ შემოთვაზებულ ფონეტიკურ პრინციპს დაუბრუნდა.

ჩვენმა ისტორიკოსებმა აორსების დამუშავება დაიწყეს. სწორედ ისინი იყვნენ გამოყოფილნი სარმატული კონგლომერატიდან ალანთა ანალოგებად. სწორედ მათ ადარებენ ალანებს. სწორედ ამ მსგავსებაზეა აგებული ალანურ-სარმატული თეორია.

გახსოვთ ფორმულა: «სკიფები-სარმატები-ალანები»? და რადგანაც ალანები ირანული ტომებია, აქ აბაევის ფორმულაც დაგვეხმარება. ალანები ირანელებს გაუთანაბრეს. მათი მეშვეობით კი ოსებსაც. ეს ისეა, როგორც ელემენტარულ ალგებრაში.

– სინამდვილეში? არსებობს კი ალანთ და აორსთა, ანუ სარმატთა შორის მსგავსება?

– სინამდვილეში ალანები სულ სხვა წარმომავლობისა არიან-ეს მნიშვნელოვანია. ეს ტაიგის ხალხია, ტყის, ტყისა და სტეპების. მათ შეისისხლხორცეს სხვა ეთნოკულტურის თავისებურებანი. ისინი მხოლოდ საკუთარ თავს ჰგვანან და სულაც არ არიან ძველ ირანული ტომები, რომლებიც სულ სხვა ათასწლეულში ცხოვრობდნენ. ამაზე სხვადასხვა ისტორიული მინიშნებაც მეტყველებს,მარცელინურ, იორდანულ წყაროებში შემონახული.

ალანური ძაღლი და ცხენი კი ეხლაც ბრენდია! ჰეროდოტე ამგვარი სამეულის დაძმობილებასაც აღწერს ნადირობის პროცესში: ტაიგის მონადირე, ცხენი და ძაღლი, ეს ტრიო სწორედ ამ სახით შემორჩა ისტორიას.

თავისთავად ალანების ისტორიული ტომობრივი სიძველის თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანნი არიან, ისინი სხვა კონტინენტის ეთნო ამსახველები არიან. იმ დროისათვის სამხრეთით სკიფები-სარმატები იყვნენ გავრცელებულნი. აღმოსავლეთი ჰუნების თავდასხმით იმუქრებოდა და როგორ ფიქრობთ, ჩრდილოეთი თავისთვის იყო, წყნარად, მშვიდად და ჰუნებთან და სხვებთან ასიმილირებული?

არა! იგი ალანთა ისტორიის სახით მოგვევლინა! მაგრამ ამ ფაქტის აღიარება ისტორიკოსთა მიერ არ მომხდარა. ანუ, ალანთა ტომებმა ისტორია ფაქტობრივად შეუმჩნევლად განვლეს.

ყურადღებით გაეცანით მარცელინს, და ეს „შეუმჩნევლობა“ თქვენთვის დეტალებში გაიხსნება.

ამბობენ, რომ წმინდა ადგილი არასოდესაა უპატრონოდ. ეს სიცარიელე (შეუმჩნევლობა) ისტორიოგრაფებმა ოსებით ამოავსეს და ეს სრულიად არასწორია და დამღუპველი როგორც ოსებისათვის, ასევე თვით ალანთათვის»

შეგახსენებთ, რომ ოსთა უახლოესი მონათესავე ტომები, იაღნობელები, მიან ტაჯიკეთში ცხოვრობენ, ტაიგისა და ტყიან-სტეპურ ლანდშაფტთაგან მეტისმეტად მოშრებით. არც ერთი ისტორიკოსი არ ადასტურებს იმ ლანდშაფტებში ირანული ხალხის არსებობას, რომელთა ცოსები და იაღნობელები მიეკუთვნებიან.

ამგვარად, რაც უფრო ვუღრმავდებით კვლევას, მით უფრო ვრწმუნდებით იმაში, რომ ალანები თურქული წარმომავლობის ხალხი იყო და არავითარი კავშირი ირანელ ხალხთან და მით უმეტეს ოსებთან არ ჰქონიათ.

ალანთა შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ ეს არ არიან ოსები, არამედ კავკასიელი თურქი ხალხი – ყარაჩელები და ბალყარები – მრავალტანჯული ერები, რომელთაც რეპრესიები და გადასახლება განიცადეს.

ყარაჩელებსა და ბალყარებს ღირსეული წინაპრები ყავთ და არ უნდა იწოდებოდნენ კავკასიაში „საცოდავ ნათესავებად“. იქ, სადაც, მათმა წინაპრებმა შექმნეს საკუთარი უნიკალური სახელმწიფოებრიობა და განავითარეს კულტურა, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია სხვა უამრავი ხალხის კულტურაზე. ოს ნაციონალისტებს კი მოეთხოვებათ უფრო მეტი «თავმდაბლობა», რომ არ მიითვისონ იმ ერის წარსული, რომელთან აბსოლუტურად არაფერი აკავშრებს.




KavkazPlus

წაკითხულია : 802


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები