სომეხი ფალსიფიკატორები მზად არიან აზერბაიჯანული კულტურული ძეგლები "უცხოპლანეტებსაც" კი მიაწერონ -მაგრამ არა აზერბაიჯანელებს

02.07.19 17:45


რუსი ტურისტების საქართველოში გადაფრენასთან არსებული პრობლემების პირობებში, სომხეთი ყველანაირად ცდილობს „დაუძახოს“ ტურისტებს რუსეთიდან თავისთან. ამასთანავე რეკლამირებას უწევს ფალსიფიკაციებით მითვისებულ კულტურულ მემკვიდრეობას, უპირველეს ყოვლისად აზერბაიჯანულსა და ქართულს, თანაც შეკვეთილი მასალებით.

მათ შორის რუსულ და რუსულ ენოვან მასმედიაში.

სომხურ ნაციონალისტურ საიტზე „იერკმას“ სულ ცოტა ხნის წინ დაიბეჭდა ასეთი „შეკვეთილი“ სტატია, რომელიც ეძღვნება უნიკალური ძველი აზერბაიჯანული კულტურის ძეგლს „გოშუნ დაშს“, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის ისტორიულ მიწაზე - ზანგეზურში, რომელსაც დიდი ხანია სომეხი ფალსიფიკატორები თავისებურად „ზორაც კარერს“ უწოდებენ.

მასალის დასახელებაა „ზორაც კარერის“ კომპლექსი: უცხოპლანეტელთა ხელსაქმე თუ მსოფლიოში უძველესი ობსერვატორია?“

(http://yerkramas.org/article/155465/kompleks-%C2%ABzorac-karer%C2%BB-delo-ruk-inoplanetyan-ili-drevnejshaya-v-mire-observatoriya?utm_medium=social&utm_source=facebook&fbclid=IwAR2OzJe_pZF1vDx81TJ7beGVzOiW5ILdaq3x1yNlJcYRgMZxmeIcuzdXFkM ).

მოგვყავს ამ მასალის სრული ტექსტი:

„სომხეთი ლამაზია და ამაში ორი აზრი არ არსებობს და ის უძველესია“, - წერს ტატიანა დემჩენკო რუსული ქსელის გამოცემიდან „გლასი“ თავის პუბლიკაციაში „სომხური სტუნჰენჯის“ შესახებ. რუსი ავტორის სტატიაში ნათქვამია:

„აქ არის საკუთარი უძველესი მონოლითები და ცივილიზაციები ყვაოდნენ და ეცემოდნენ ათობით ჯერ ათასწლეულების მანძილზე. მაგრამ, ყველაზე იდუმალია ზორაც კარერი, ასევე ცნობილი, როგორც სომხური სტოუნჰენჯი.

ის 7500 წლისაა, შეიძლება უფრო მეტიც. სხვადასხვა შეფასებით ის 4500 წლით დიდია, ვიდრე ბრიტანული სტოუნჰენჯი. საერთო ჯამში, დაახლოებით 280 ქვა, რომელთაგან თითო 50 ტონას იწონის. 80-ზე მეტ ქვას აქვს გაბურღული ხვრელები.

თუმცა სავარაუდოდ არავინ იცის რისთვის იყენებდნენ ქვებს. ამის ბევრი თეორია არსებობს. ჯორჯიო ცუკალოსას სიტყვებით, ამაში ურევია უცხოპლანეტელთა ხელი. ტეხილები მონოლითებზე ჰგავს უცხოპლანეტელთა გამოსახულებებს. ამოზნექილი თავები, ელამი თვალები ძალიან ჰგავს იმას, როგორც დღეს უცხოპლანეტელებს განასახიერებენ.

სინამდვილეში სომხური სტოუნჰენჯი შეიძლება იყოს ძველაზე ძველი ობსერვატორია მსოფლიოში. ქვებში გაბურღილი ხვრელები გაკეთებულია გარკვეული კუთხეების ქვეშ. ზოგი მიიჩნევს, რომ ისინი უთითებდნენ გაკვეულ ვარსკვავებზე.

სომხურ სტოუნჰენჯს, ალბათ, გააჩნდა სხვა რიტუალური გამოყენებაც.

შესაძლებელია, იგი გამოყენებული იყო მზის ღმერთის კულტის დასაკმაყოფილებლად, რომელსაც ადრინდელი სომხები სცემდნენ თაყვანს.

სომხური სტოუნჰენჯი მოიცავს ერთ საფლავსა და რამდენიმე სამარხს, რომელშიც აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანისა და სხვა ობიექტების პეტროგლიფები. ამ დასკვნებმა წარმოშვა იდეა, რომ ეს ადგილი იყო დაკრძალვისთვის.

სომხური სტოუნჰენჯის ნამდვილი დანიშნულება რჩება გაუგებარ საიდუმლოდ და შესაძლებელია, დარჩეს კიდევ საიდუმლოდ რამოდენიმე დღით. ეს გასაკვირი და ლამაზი არქეოლოგიური ადგილი ღიაა სანახავად“.

ამასთანავე სომხური ფალსიფიკატორების თავხედობას საზღვარი არ აქვს.

სტატიაში არსად არაა ნახსენები გოშუნ დაღის არც თურქული წარმოშობა („მებრძოლთა ქვები“ ან „საბრძოლო ქვები“), არც მისი შემქმნელების - ზანგეზურის მკვიდრი მოსახლეობის თურქი-აზერბაიჯანელების.

თუმცა სომეხი ეთნოგრაფი და ფილოლოგი სტეპან დანილის ძე ლისიციანი (1865 – 1947) თავის ნაშრომში „ქოშუნ დაღი. მეგალური ქალაქი სისიანში (ზანგეზურში“, რომელიც გამოიცა 1935 წელს, თითქმის პირდაპირ ლაპარაკობს ძეგლის თურქულ წარმოშობაზე: „ხალხური გადმოცემით დოლმენში დაკრძალულია მთავარსარდალი, ხოლო ცალკეულ ქვებზე მისი მებრძოლები: აქედან მოდის ქალაქის (თურქული) სახელწოდება: „საბრძოლო ქვები“.

ნათელია, რომ 1935 წელს სომხებმა კვლავ გაიხსენეს, რომ ჯარისკაცები იყვნენ თურქები. იმ დროს ზანგეზურში ცხოვრობდნენ, ძირითადად, მკვიდრი აზერბაიჯანული მოსახლეობა.

თუმცა, 1947-1948 წლების დეპორტაციის შემდეგ, ზანგეზურში აზერბაიჯანელების რიცხვი შემცირდა. საბოლოოდ, აზერბაიჯანის მოსახლეობა 1988-1990 წლებში ისტორიული აზერბაიჯანული მიწებიდან გამოაძევეს.

ახლა სომეხი ფალსიფიკატორები ტურისტებისთვის რეკლამირებას ახდენენ, სხვებისგან მიტაცებული კულტურული მემკვიდრეობისა და შეგნებულად არ ახსენებენ „გოშუნ დაშის“ არც თურქულ სახელწოდებას და არც წარმოშობას. მაგრამ ძნელია აიხსნას ის სრულიად ცრუ და მითიური სომხური "ისტორიის" თვალსაზრისითაც. ამიტომ უწევთ გამოიგონონ ზღაპრები "უძველესი სომხური ობსერვატორისა" და „უცხოპლანეტელების“ შესახებ.

ამავდროულად სომეხი ნაციონალისტები წინააღმდეგობას უწევენ საკუთარ სომეხ არქეოლოგებს, რომლებიც „გოშუნ დაღის“ გათხრებისას პოულობენ მტკიცებულებას იმისა, რომ ეს არ არის არანაირი „ძველი სომხური ობსერვატორია“, არამედ თურქული სასაფლაო. აი მაგალითად გამოცემა „ნოეს კიდობანის“ მასალაში „ქალაქი „ზორაც კარერი“ – „გოშუნ დაღი“:

ობსერვატორია თუ საკულტო ნაგებობა?“ (https://noev-kovcheg.ru/mag/2019-06/6606.html ) წერია:
„გათხრების ადგილას სისიანის მოსახლეობის ჯგუფი და ასევე მოსაზღვრე სოფლები, რომლებიც არ ეთანხმებიან გათხერების ხელმძღვანელია აშოტ პილიპოსიანს, მოსთხოვეს არქეოლოგებს დაუყოვნებლივ აალაგონ თავიანთი ნივთები და დატოვონ ძეგლი: „თქვენ შემოიჭერით ჩვენს სახლში, დაამახინჯეთ ისტორია... თქვენ აქ გააჩაღეთ ანტი სომხური საქმიანობა, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული, იღებთ უცხოურ გრანტებს, ათეთრებთ ფულებს. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს არის ობსერვატორია, თქვენ კი აცხადებთ , რომ ჩვეულებრისი სასაფლაოა. თქვენი განცხადებებით ტურიზმის განვითარებას უშლით ხელს“.

ანუ სომეხი ნაციონალისტები და ფალსიფიკატორები მზად არიან გააძევონ თავიანთი სომეხი, მაგრამ პატიოსანი არქეოლოგები, თუ მათი მონაპოვრის საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ძეგლი აზერბაიჯანელი თურქებისაა.

თუმცა, სომხეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთით, სადაც ქართული ფრესკები და ქართული წარწერები დაცულია და არ არსებობს სომხური წარწერები, სომხური ფალსიფიკატორები აცხადებენ, რომ ისინი "სომხური ხალკდონების" არიან. ისინი არ იტყვიან, რომ ეს ქართული კულტურის ძეგლები და ქართული სალოცავია.

საინტერესოა, როგორ აუხსნიან განათლებულ ტურისტებს ფრესკებს ქართული წარწერებით? მათაც "უცხოპლანეტელებს" მიუწერენ?



KavkazPlus

წაკითხულია : 721


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები