რეგიონი
05.08.19 13:00
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეგიონებიდან გადაუდებელი მდგომარეობების გამო პაციენტების ტრანსპორტირების გართულების შემთხვევების პრევენციის მიზნით, რეაგირების გეგმას შეადგენს. ამის შესახებ „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სპეციალური სამოქმედო გეგმის დასახვა, უკანასკნელი კვირების განმავლობაში, რეგიონებიდან გადაუდებელი მდგომარეობების გამო პაციენტების ტრანსპორტირების გართულების შემთხვევების გახშირებას უკავშირდება.
„ბოლოდროინდელმა სავალალო გამოცდილებამ კერძო მიმწოდებლების მიერ მართული რეანიმობილების მუშაობაში არსებითი ხარვეზები გამოააშკარავა. სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და ტექნიკური გადაცდომების გამოვლენის მიზნით, სამინისტრომ სერვისების მიმწოდებლების რიგგარეშე შემოწმება უკვე დაიწყო. ნებისმიერი მიმწოდებელი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, გამოეთიშება პროცესს. ამის შედეგად წარმოქმნილი დეფიციტის შევსებას კი, საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, სამინისტროს გადაუდებელი დახმარების სამსახური უზრუნველყოფს“,- აცხადებენ ჯანდაცვის სამინსიტროში.
მათივე ცნობით, მინისტრის პირადი ხელმძღვანელობით, უწყების შესაბამისი ქვედანაყოფები მუშაობას სასწრაფო დახმარებისთვის ახალ სალიცენზიო მოთხოვნებზე უმოკლეს ვადაში დაასრულებენ, რაც ამ სამსახურის განახლებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, 2 აგვისტოს, უკვე ძალაში შევიდა განახლებული სანებართვო პირობები გადაუდებელი დახმარების სერვისებისთვის. ახალი პირობები, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, აკონკრეტებს მოთხოვნებს 4 დონის სამედიცინო დაწესებულებისთვის – ბაზისურიდან ყველაზე კომპლექსური გადაუდებელი დახმარების სერვისების გაწევის შესაძლებლობების განსაზღვრის თვალსაზრისით.
სანებართვო პირობების ამოქმედება მაღალი ხარისხის სასიცოხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, შეამცირებს კრიტიკული ტრასპორტირების საჭიროებას და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენისთვის ოპტიმალურ პირობებს შექმნის.
ღონისძიების ფარგლებში, რთულად მისადგომ რაიონებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში, გადაუდებელი დახმარების შესაძლებლობები გაძლიერდება. კერძოდ, ამბროლაურის კლინიკაში ანესთეზიოლოგის, ქირურგის და ყველა გადაუდებელი დახმარების უნარ-ჩვევების მქონე პერსონალის მობილიზება მოხდება. ასევე, ტრავმებისა და დაზიანებების ადრეული შეფასებისა და სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია-შენარჩუნებისთვის, სრული აპარატული უზრუნველყოფა განხორციელდება. იქამდე კი, ამბროლაურში, დაუყოვნებელი რეაგირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი განთავსდება.
რეანომობილი უკვე დღეიდან ამბროლაურის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრშია განთავსებული“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მიმართვა აფხაზებს: არ დაუშვათ გაუქმებული „არცახის“ აფხაზეთში გადასახლება
9:4030.09.23
-
მიმართვა აფხაზებს: არ დაუშვათ გაუქმებული „არცახის“ აფხაზეთში გადასახლება
9:3530.09.23
-
18:0029.09.23
-
ნათია თურნავა ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა
17:3029.09.23
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
17:0029.09.23
-
16:3029.09.23
-
16:0029.09.23
-
პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
15:3029.09.23
-
გერმანიის და საფრანგეთის ელჩების განცხადება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე
15:0029.09.23
-
საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები იზრდება
14:3029.09.23
-
14:0029.09.23
-
13:4029.09.23
-
13:2029.09.23
-
კახა კალაძე ოპოზიციაზე: რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის
13:0029.09.23
-
12:3029.09.23
-
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
12:0029.09.23
-
11:4029.09.23
-
11:2029.09.23
-
11:0029.09.23
-
10:4029.09.23
-
გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტის ვოიაჟი და განცხადებები რევოლუციურ სცენარს ემთხვევა
10:2029.09.23
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
10:0029.09.23
-
შსს-ს700-მდე ახალი თანამშრომელი ემატება
18:0028.09.23
-
17:4028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
17:2028.09.23
-
17:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
16:4028.09.23
-
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები იზრდება
16:2028.09.23
-
16:0028.09.23
-
ხატია დეკანოიძე - ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობაში ამხილა
15:4028.09.23
-
15:2028.09.23
-
“მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა პირველ იანვარს არსებობას შეწყვეტს” – განკარგულება
15:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
14:4028.09.23
-
ზურაბ უტიაშვილი რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
14:2028.09.23
-
საქართველოში წელს ცოფის 68 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით მცირედი ზრდაა
14:0028.09.23
-
13:4028.09.23