პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი - აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ!

20.02.20 16:20


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში ჩართვას მიესალმება, თუმცა თავად პოლიტიკურ საქმიანობაში დაბრუნებას გამორიცხავს.

კვირიკაშვილის განმარტებით, მას არ სურს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მისი მოტივაცია, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების დროს გააჩნდა.

„გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას მივესალმები. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი თავისი ბევრი თვისებით არის აქტივი საქართველოსთვის და არა მარტო პოლიტიკისთვის. პირადად, აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, მექნება ჩემი საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკაში მონაწილეობას არ ვაპირებ ერთი უბრალო მიზეზის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი ვიყავი, მიღებული მაქვს ბევრი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების დროს ქვეყნის ინტერესებით ვხელმძღვანელობდი და დღეს პოლიტიკაში ჩართვით, არ მინდა ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ის მოტივაცია, რომელიც კონკრეტულად ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღების დროს გამაჩნდა, მათ შორის ანაკლიის პროექტის შემთხვევაში, რომელსაც მხარს ვუჭერდი და ვუჭერ, როგორც საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან, ნომერ პირველი მნიშვნელობის პროექტს მომავალი ათწლეულებისთვის, საქართველოს ეკონომიკური და სტრატეგიული პოზიციონირების კუთხით. აღნიშნულის გათვალიწინებით, არ მინდა, რომ ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ის მოტივაცია, რომელიც გამაჩნდა და რომელიც იყო მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერსების დაცვა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები