პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

20.02.20 17:00


საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად გელა გიორგაძე დანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგაძე მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.

გელა გიორგაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში 1994-1998 სწავლობდა. მიღებული აქვს ისტორიის მასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ხოლო 2000-2005 წლებში სწავლობდა ჰელმუტ შმიდტის უნივერსიტეტში (ბუნდესვერის სამხედრო უნივერსიტეტი), მიღებული აქვს პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

სამხედრო განათლება გელა გიორგაძემ 1994-1998 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გაერთიანებული სამხედრო აკადემიაში მიიღო, 1995-1997 წლებში გაიარა ბუნდესვერში (გფრ-ა) ოფიცრის სრული კურსი, 2016 წელს კი ამავე სასწავლებელში - სამეთაურო - საშტაბო კურსი.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები