პოლიტიკა

„არ მექნება პირადი ინტერესები... არ მაქვს პრეტენზია არც პრემიერ-მინისტრობაზე, არც მინისტრობაზე“ - ვანო მერაბიშვილი სამომავლო გეგმებზე

21.02.20 11:45


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილი სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ მაქვს პრეტენზია არც პრემიერ-მინისტრობაზე, არც მინისტრობაზე.

მერაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი იქნბეა ძალიან აქტიური მონაწილე ამ პროცესებში მაგრამ მას არ ექნება პირადი პირადი ინტერესები.

"არ მაქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიაში ვიქნები. მე მაქვს გადაწყვეტილი, რომ აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. როცა ციხეში მოვხვდი, მაშინ "ეროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" იყო ერთიანი პარტია იმ განცდით ვარ დღესაც. კარგი იქნებოდა პარტიის გაყოფა რომ არ მომხდარიყო. მჭირდება გარკვეული დრო რომ ვილაპარაკო.

მიხარია, რომ მთელი ოპოზიცია ერთადაა.ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ამ ხელისუფლების არსებობა ხელისუფლებაში პრობლემებს უქმნის ქვეყანას. ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება შემოდგომაზე არჩევნების გზით, ყველაფერი ჩაივლის ძალიან წყნარად, ქართველ ხალხს აქვს გადაწყვეტილება მიღებული . მე ვიქნები ძალიან აქტიური მონაწილე ამ პროცესებში, მაგრამ ვიქნები ერთ-ერთი ყველაზე მიუკერძოებელი და არ მექნება პირადი ინტერესები.

მე არ მომეწონა პრემიერმინისტრობა, იმიტომ, რომ მე მიყვარს ძალიან კონკრეტული საქმეების კეთება, მიყვარს უშუალოდ მონაწილეობა რაღაც პროცესებში... არ მომეწონა პრემიერმინისტრობა, რადგან ეს იყო ძალიან ზოგადი და ბევრი ფორმალური პროცედურა უნდა განმეხორციელებინა.

რადგან მე უკვე ვიყავი პრემიერმინისტრი, ეს არის უმაღლესი თანამდებობა საქართველოში, მე არ მიმაჩნია, რომ როგორიც არ უნდა იყოს სიტუაცია, მე არ მომინდება პრემიერმინისტრობა.

და რადგან მე უკვე პრემიერმინისტრი ვიყავი, შეუძლებელია, მე დავბრუნდე რომელიმე მინისტრის თანამდებობაზე. დღესვე შემიძლია განვაცხადო - მე თვითონ არ მაქვს პრეტენზია არც პრემიერმინისტრობაზე, არც მინისტრობაზე, ნებისმიერი სამინისტროსი, ეს შეუძლებლად მიმაჩნია, ყოფილი პრემიერმინისტრი დაბრუნდეს მინისტრის სკამზე და შეასრულოს ეს პოზიციები, და მითუმეტეს, უფრო დაბალი თანამდებობის პირის
" - აცხადებს მერაბიშვილი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები