ეკონომიკა
21.02.20 12:00
"2020 წელს მაღალტექნოლოგიური და გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების განვითარებაში 8.1 მილიონი ლარი დაიხარჯება".
ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ტექნოპარკში გამართული პრეზენტაციის დროს განაცხადა.
„2014-2019 წლების ბიუჯეტის გადანაწილება და ათვისება, 2020 წლის გეგმები, რა მიზნობრიობით იხარჯება GITA-ს ბიუჯეტი და რა საკანონმდებლო ინიციატივები შეიქმნა ამ პერიოდში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამების მიმოხილვა, რეგიონების აქტიური ჩართვა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პროცესში და ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მნიშვნელობა - ეს ის თემებია, რაზეც ავთანდილ კასრაძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები და სტარტაპები ესწრებოდნენ.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, 2020 წელს სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში 100 000 ლარით დაფინანსდება 40 მაღალტექნოლოგიური და გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპი, ხოლო 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამით - 12 სტარტაპამდე.
ჯამურად სტარტაპების განვითარებაში 8.1 მილიონი ლარი დაიხარჯება.
გარდა ამისა, ბათუმში, კასპსა და გურჯაანში გაიხსნება დამატებით ტექნოპარკები, რომლებიც ახალგაზრდა თაობას საშუალებას მისცემს განავითარონ სამეწარმეო უნარები და ჩაერთონ სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებში.
2020–2022 წლებში გადამზადდება 3000 IT სპეციალისტი ისეთ მაღალანაზღაურებად პროფესიებში, როგორიცაა პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება, „მობაილ დეველოპმენტი“ და სხვა.
2019 წელს, ინოვაციური ბანაკების ფარგლებში გადამზადდა სკოლის 100 მოსწავლე და 30 სტუდენტი, ხოლო 2020 წელს გადამზადდება დამატებით 300 მოსწავლე/სტუდენტი.
ავთანდილ კასრაძის შეფასებით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას. მისი თქმით, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და კვლევითი ცენტრიდან შემოსულია 74 აპლიკაცია და შერჩეულია 13 პროექტი.
პროექტი მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24