საზოგადოება

გარემოს დაცვის სამინისტროში პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების თემაზე შეხვედრა გაიმართა

21.02.20 13:00


ტექნიკური რეგლამენტის „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი“ ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა ყურადღება ტექნიკური რეგლამენტის აღსრულების პროცესში დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობასა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხზე გაამახვილა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პლასტიკის პარკების მოხმარების სრულად აკრძალვა გარემოსდაცვითი პოლიტიკის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე და უწყების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები