პოლიტიკა

ტარიფების დადგენა სხვა სამედიცინო სერვისებზეც იგეგმება – მინისტრი

21.02.20 16:00


ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კარდიოლოგიის მსგავსად, ერთიანი ტარიფები სხვა სამედიცინო მომსახურებებზეც დაწესდება, თუმცა ჯერჯერობით არ ამბობს რომლებზე. ამის შესახებ მან ტვ პირველის გადაცემა “საქმის კურსში” ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე იქნება თუ არა შემდეგი მიმართულება ოფთალმოლოგია, სადაც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვაში ჩაერთულ კლინიკებს ერთიან ტარიფს დაუდგენს, ტიკარაძე პასუხობს:

“არამხოლოდ ოფთალმოლოგია… შვიდი მიმართულებით იგეგმება ახალი დადგენილება. ამაზე გარკვეული ჯგუფები მუშაობენ. კვირის ბოლოს რამდენიმე ჯგუფი უკვე შეიკრიბება და დადგენილ ტარიფზე იმსჯელებს.

ალბათ, უახლოეს ორ კვირაში ახალი დადგენილება გვექნება… ჩვენი მიზანი ტარიფების შემცირება არ არის. დღესდღეობით ჩვენი ამოცანაა დავადგინოთ ღირებულება.”

მთავრობის მიერ 5 ნოემბერს მიღებული დადგენილებით სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ. დადგენილებითვე განისაზღვრა ტარიფები ისეთ სამედიცინო სერვისებზე, როგორებიცაა: კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და არითმოლოგია.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები