პოლიტიკა

გიორგი გახარია - ვანო მერაბიშვილი არ იყო პოლიტიკური პატიმარი

21.02.20 16:20


საქართველოს პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არ იყო. ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

„რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი თითქმის 7-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ ციხიდან გუშინ გათავისუფლდა. გათავისუფლებამდე ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებდა, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმარი იყო.

ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები