საზოგადოება
21.02.20 17:40
„მომავალი მთავარი ევროპული ქალაქები და რეგიონები პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის 2020- 2021 წლებში“, – ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა რეიტინგი გაზეთ „The Financial Times- ის“ სპეციალურმა რესურსმა fdi Intelligence, სადაც თბილისი ევროპის წამყვან ქალაქებს შორის პირველ ადგილზე დასახელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ეფეტიანობის მიხედვით. უფრო კონკრეტულად, გამოცემის შეფასებით თბილისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორცილება ყველაზე „ხარჯთეფექტიანია“ (Cost Effectiveness) ევროპის სხვა მთავარ ქალაქებთან შედარებით. ამ ნომინაციაში საუკეთესო ათეულს ვარშავა ასრულებს, პირველ ადგილზე კი, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს დედაქალაქი გავიდა.
ქალაქების შერჩევა განხორციელდა ისეთი კატეგორიების მიხედვით, როგორიცაა: ქონების რეგისტრაციის საფასური, მოგების გადასახადი, მშენებლობის ნებართვა, სამრეწველო ხარჯები და სხვა.
აღნიშნული რეიტინგი მზადდება 2003 წლიდან. მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულად და მოიცავს ევროპული ქალაქების ანალიზს ბიზნესის კეთების, საინვესტიციო კლიმატის განვითარებისა და ცხოვრების დონის მიხედვით.
ანგარიშში გაანალიზებულია ევროპული ქალაქების შესაძლებლობები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, ასევე, გამოვლენილია გამარჯვებულები სხვადასხვა ისეთი კატეგორიის მიხედვით როგორიცაა: მომავალი ევროპული ქალაქების TOP 25, ქალაქების ათეული ადამიანური კაპიტალისა და ცხოვრების დონის, ბიზნესისადმი მეგობრული გარემოს, ეკონომიკური პოტენციალისა და კავშირების მიხედვით.
კვლევის ფარგლებში მონაცემები შეგროვებულ იქნა 505 ლოკაციიდან (მათ შორის: 319 ქალაქი, 148 რეგიონი და 38 სპეციალური ზონა LEP), 100-მდე სხვადასხვა ინდიკატორის გათვალისწინებთ (მათ შორის: მშპ, უცხოური ინვესტიციების მოცულობა, დანახარჯები განათლებაზე, საშუალო ხელფასი, გადასახადების მოცულობა, ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაცია, პროფილური რეიტინგები და სხვა).
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
10:0018.04.24
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24