პოლიტიკა

კორონავირუსის საფრთხე და გაძლიერებული კონტროლი - კახეთის შესასვლელებთან ბლოკ-პოსტების მოწყობა იგეგმება

30.03.20 14:00


კორონავირუსის საფრთხე - კახეთის შესასვლელებთან ონტროლის გაძლიერების მიზნით ბლოკ-პოსტების მოწყობა იგეგმება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, სავარაუდოდს შეორჩევა სავარაუდოდ ორი ლოკაცია , სადაც თერმო სკრინინიგით მგზავრების შემოწმება მოხდება.

მისი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და თვითიზოლაციაში მყოფ არც ერთ მოქალაქეს საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება, საგანგებო მდგომარობიდან გამომდინარე პრევენციული ზომების გამკაცრება საჭიროა.

„რეგიონში საეჭვო პაცინტი არ გვყვავს, თუმცა პრევენციული ზომების გამკაცრებას და რეგიონში ბლოკ-პოსტის განთავსებას ვფიქრობთ, რადგან ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა, საჭიროა მგზავრებზე ზედამხედველობის გამკაცრება, თუმცა ჯერ ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის“ ,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები