საზოგადოება

ჯარი COVID-19-ის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო

31.03.20 12:00


კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში თავდაცვის ძალები დღეიდან, 31 მარტიდან, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩაერთვება.

ამ დრომდე, თავდაცვის ძალები ეპიდემიის გავრცელების პრევენციულ ზომებში მხოლოდ ბოლნისისა და მარნეულის საკარანტინო ზონაში მონაწილეობდნენ. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება პრემიერ-მინისტრმა გამოსცა.

საგანგებო მდგომარეობაში თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას, როგორც წესი, პრეზიდენტი იღებს და პარლამენტი ამტკიცებს, თუმცა გამონაკლისია ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფები და ეპიდემიები, რა დროსაც თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრემიერ-მინისტრი და ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ დამტკიცებას არ საჭიროებს.

გიორგი გახარიას თქმით, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები ჩართულნი იქნებიან ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლში.

ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით საკონტროლო პუნქტები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში მოეწყობა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები