საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 29 წელი გავიდა

31.03.20 12:40


29 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა.

სწორედ 31 მარტს ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა.

ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: "თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?".

რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა თავისი არჩევანი და 3 672 403 ამომრჩევლიდან 3 295 493 ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.

სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი.

9 აპრილს უზენაესმა საბჭომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და ქვეყნის დამოუკიდებლობა აღადგინა.



წყარო : /www.tabula.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები