პოლიტიკა

შვეიცარიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

06.07.20 10:45


შვეიცარიაში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 6 ივლისიდან შვეიცარიაში, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვებით, მკაცრდება კორონავირუსის პრევენციის ზომები.

„სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში 12 წელს ზემოთ პირებისათვის; მაღალი რისკის ქვეყნებიდან შვეიცარიაში შემოსული ყველა პირი ვალდებულია გაიაროს 10 დღიანი კარანტინი; კარანტინს დაქვემდებარებული პირების მხრიდან ამ წესების გვერდის ავლის შემთხვევაში, გათვალისწინებულია საკმაოდ მაღალი ჯარიმა.

საქართველოს მოქალაქეებისათვის შვეიცარიაში შემოსვლის შესაძლებლობა და წესები განხილული იქნება შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მიერ 20 ივლისისთვის. მანამდე, საქართველოს მოქალაქეები კვლავ ვერ შეძლებენ შვეიცარიაში შემოსვლას, თუკი მათ არ გააჩნიათ შვეიცარიის მოქმედი ბინადრობის ნებართვა.", - აცხადებენ საელჩოში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები