პოლიტიკა

"როგორ გადარჩინა სამმა მუშკეტერმა საქართველო:-BBC ქართველ ინფექციონისტებს სტატიას უძღვნის

06.07.20 12:00


BBC აქვეყნებს სტატიას საქართველოზე, როგორც კორონავირუსთან მებრძოლ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანაზე. პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის არაწევრ 15 სახელმწიფოთაგან ერთ-ერთია, რომელიც საკმარისად უსაფრთხო აღმოჩნდა პანდემიის შეკავების კუთხით და ყველაზე ადრეულ პერიოდში დაიმსახურა ევროგაერთიანებისგან საზღვრების გახსნის პროცედურის ამოქმედება.

ქვეყანაში, სადაც 3.7 მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, კოვიდ -19-ისგან 1000-ზე ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული. მეცნიერთა ჯგუფი, რომლებიც საზოგადოებაში ცნობილნი არიან „სამი მუშკეტერის“ სახელით ძალზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ იმ უმძიმესი გაწეული სამუშაოს ფონზე, რომლითაც ქვეყანამ შეძლო წარმატებული და სწრაფი მოქმედება კორონავირუსული პანდემიის შესაკავებლად.

შედარებისთვის, კოვიდ 19 მეზობელ სომხეთში დღემდე მძვინვარებს, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 28 936, ხოლო ფატალური შემთხვევების რიცხვი კი 491-ია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში თებერვლის ბოლოს დაფიქსირდა, მთავრობის რეაგირება კი იყო ძალზე სწრაფი. მარტის შუა რიცხვებისთვის ყველა სკოლა, უნივერსიტეტები და უმრავლესი ბიზნეს საქმიანობა შეჩერდა, აგრეთვე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც დროებით გააუქმეს. 21 მარტიდან დიდი თავყრილობები და ქვეყნის შიგნით გადაადგილებებლი აიკრძალა. ღამით კი კომენდანტის საათი მოქმედებდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მთავარი ექიმები ძალზე დიდ პატივისცემას იმსახურებენ მოქალაქეთა მხრიდან მათ მიერ განხორციელებული გადაწყვეტილებების გამო. აღნიშული ტრიო შედგება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის, ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანლის, პაატა იმნაძისა და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძისგან.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები