პოლიტიკა

კობახიძე: საარჩევნო პროგრამაში ძალიან თამამი დაპირებები გვექნება

07.07.20 10:15


"ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ თვის ბოლომდე მომზადებული ექნება თამამი საარჩევნო პროგრამა, რომელიც გამარჯვების წინაპირობა გახდება.

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, მმართველი ძალის საარჩევნო პროგრამა იქნება პოზიტიური .

„წარვუდგენთ პროგრამას, რომელიც მზადების პროცესშია. მოიცავს სახელმწიფოს განვითარების ყველა ასპექტს - ყველა მიმართულებით გვექნება პროგრამა. ეს უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ ეს გახდეს ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვების წინაპირობა.

ყველა პროგრამა, რაც აქამდე ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, იყო პოზიტიური. ამას პასუხობდა რადიკალური ოპოზიცია ნეგატიური კამპანიით. გვექნება სიახლეები ყველა მიმართულებით.

გვექნება თამამი და, ამავდროულად, რეალისტური დაპირებები. პროგრამა მომზადდება თვის ბოლომდე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები