პოლიტიკა
31.07.20 16:00
ვაღიარებთ და მივესალმებით ფაქტს, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას სიტყვის თავისუფლებას და მედიის თავისუფალ მუშაობას შეზღუდვები საერთოდ არ შეხებია, ამას დიდად ვაფასებთ, – ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა, ვლადიმერ შკოლნიკოვმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებზე ფართომასშტაბიანი კვლევის დაწყებაზე იმსჯელეს.
მისი თქმით, „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევას, რომელსაც საქართველოს მთავრობა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ახორციელებს, საერთაშორისო ფასეულობა გააჩნია, რადგან საქართველომ ამ მიმართულებით მაქსიმუმი გააკეთა.
„გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისთვის განსახილველად წარმოდგენილ კვლევაში მთავრობის რეაგირების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებია პანდემიის დროს ადამიანის უფლებების დაცვისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხები. საერთაშორისო სამართალი აღიარებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარემოებებსა და მიზეზებს. დათქმებში გაწერილია ასევე დროის კონკრეტულ პერიოდში გარკვეული უფლებების შეკვეცის გარემოებები. ჩვენ დავაკვირდებით სამომავლოდ გასათვალისწინებელ ფაქტორებს და შევისწავლით რამდენად პროპორციული იყო განხორციელებული ზომები, უკვე ვაღიარებთ და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას სიტყვის თავისუფლებას და მედიის თავისუფალი მუშაობას შეზღუდვები საერთოდ არ შეხებია. ამას დიდად ვაფასებთ“, – განაცხადა ვლადიმერ შკოლნიკოვმა.
მისი შეფასებით, ამ სახის კვლევას საერთაშორისო ფასეულობა გააჩნია, რადგან ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის რეგიონში და თავად საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა მცირე განსხვავებებით.
„პირველად ვიმყოფებით ამგვარ სიტუაციაში და უნდა გავერკვეთ, რა არის ნამდვილად აუცილებელი და რისი კეთება შეიძლება, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს, თუნდაც საგანგებო ვითარებაში. კარგად მოგეხსენებათ, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებში, მაგალითად, საქართველოს მეზობელ სომხეთში კვლავ მოქმედებს საგანგებო ვითარება. არ ვიცით, რა გავლენა აქვს მას ადამიანის უფლებებზე“, – განაცხადა შკოლნიკოვმა.
როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ კვლევაში მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე კეთდება აქცენტი.
„ეს ნაბიჯი მისასალმებელია არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნების, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ასევე მისასალმებელია, რომ კვლევის აქცენტი კეთდება მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებიც ნორმალურ პირობებშიც შეიძლება, ფიქრობდნენ, რომ მათი უფლებები არ არის სრულად დაცული. მოუთმენლად ველით მუშაობას უმცირესობების საკითხებზე;
ვნახავთ რა გავლენა მოახდინა ამ პერიოდმა ქალებზე, სექსუალურ უმცირესობებზე, სხვა ტიპის უმცირესობებზე, მაგალითად, ხანდაზმულებზე. მეორე მხრივ, იმედი გვაქვს, პანდემია დასრულდება და მასთან გამკლავებას შევძლებთ, მაგრამ საქართველოს გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, მოუთმენლად ველით ამ კვლევაზე მუშაობას“,- განაცხადა ვლადიმერ შკოლნიკოვმა.
საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24