პოლიტიკა

ილჰამ ალიევი: სომხეთის ხელისუფლება სოროსის შეკვეთებს ასრულებს – სოროსის აგენტები არიან

04.08.20 12:59


„ცხადია, რომ სომხეთში მომხდარი რევოლუცია სოროსის და მასთან დაახლოებული წრეების მორიგი პროვოკაცია იყო. დიახ, სომხებს სძულდათ წინა ხელისუფლება. სომხეთის წინა ხელისუფლება სიძულვილის ღირსი იყო. თუმცა, ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან დიდად არ განსხვავდება. შემთხვევით კი არ გამოუყო სოროსის ფონდმა 600.000 დოლარი სომხეთს პანდემიასთან ბრძოლისთვის. კიდევ რომელ სხვა ქვეყანას გაუწიეს ასეთი დახმარება? აზერბაიჯანს გაუწიეს დახმარება? არა.

 

აზერბაიჯანში სოროსის ფონდის კვალიც კი არ დარჩა, რადგან აქ პროვოკაციებით იყვნენ დაკავებულნი და ახალგაზრდებს ტვინს უწამლავდნენ. ახალგაზრდების სახელმწიფოს წინააღმდეგ განწყობა სურდათ. თუმცა, ფართოდ გაშალეს ფრთები სომხეთში. ვიცით, რომ სომხეთის ახლანდელი ხელისუფლება ფულს სოროსის ფონდიდან იღებს, მათი აგენტები არიან და მათ შეკვეთებს ასრულებენ“ – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

 

წყარო: imedinews.ge

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები