პოლიტიკა

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 6 აჭარაში გამოვლინდა

05.08.20 11:17


საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 6 აჭარაში გამოვლინდა.

 

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ოთხი ახალი შემთხვევა გუშინ დადასტურებულ პირთან კონტაქტია, ორი ინფიცირებული კი საერთაშორისო გადაზიდვების - სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან და მკურნალობას მათი სურვილით სამშობლოში გააგრძელებენ.

 

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 20 ადამიანი მკურნალობს, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

 

ცნობისთვის, გუშინ აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მამაკაცი სავარაუდოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლისგან დაინფიცირდა. შემდეგ აღნიშნული მამაკაცის კონტაქტში მყოფი პირები გამოიკვლიეს, 17 პირი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, აქედან ოთხს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

https://www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები