საზოგადოება

თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ოფიციალურ გვერდს Facebook-ის ადმინისტრაციისგან ვერიფიკაცია მიენიჭა

05.08.20 14:55


თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ოფიციალურ გვერდს Facebook-ის ადმინისტრაციისგან ვერიფიკაცია მიენიჭა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს,

სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციას წარმოადგენს სამინისტროს სისტემის სტრატეგიული კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება. „თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის Facebook-ის ოფიციალური გვერდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლა, დეზინფორმაციის შემცველი ახალი ამბების გავრცელების პრევენცია და დეზინფორმაციის ფაქტებზე ოპერატიული რეაგირებაა“, - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

 

რესურსი: IPN

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები