პოლიტიკა

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. „საზღვარი“ დროებით გახსნა

05.08.20 16:15


აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. „საზღვარზე“ ჰუმანიტარული დერეფანი გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

„აფხაზეთმა რესპუბლიკის იმ მოქალაქეების დასაბრუნებლად, რომლებიც საქართველოში დროებით იმყოფებიან, ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა,“ - აცხადებენ ე.წ. „აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“.

 

მათივე ინფორმაციით, „ჰუმანიტარული დერეფანი“ 5 აგვისტოდან 9 აგვისტომდე, 9:00-დან 19:00 საათამდე იქნება ღია. ის მოქალაქეები კი, რომლებიც აფხაზეთში ბრუნდებიან, ვალდებულები არიან, სამედიცინო-სანიტარულო კონტროლი გაიარონ.

 

შეგახსენებთ, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. „საზღვარი“ ბოლოს 13-17 ივლისს გახსნა.

 

რესურსი: IPN

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები