პოლიტიკა

მიხეილ რამიშვილი - გავეცანით გარკვეულ ჩვენებებს, რამაც მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა - დრონის მასალა მოსულია, მაგრამ დიდი მოცულობისაა და ახლა უნდა გადმოიწერონ

05.08.20 16:50


თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცახდებით, საგამოძიებო უწყებაში დღეს გარკვეულ ჩვენებებს გაეცნენ, რამაც საქმეში კიდევ უფრო მეტი კითვის ნიშნები გააჩინა.

 

რამიშვილმა ასევე დრონის კადრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კადრები უკვე მოსულია, თუმცა ის ძალიან დიდი მოცულობისაა, მისი გადმოწერა უნდა მოხდეს, რათა დეტალურად შეისწავლონ.

 

„გავეცანით გარკვეულ ჩვენებებს, გარკვეული პიროვნებების ჩვენებები წავიკითხეთ, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები გააჩინა იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც ვერსიებმა კიდევ უფრო იმატა. მაგალითებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვილაპარაკებ. სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით ჯერ არ არის პასუხი მოსული, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ დრონის მასალა მოსულია, მაგრამ ძალიან დიდი მოცულობის არის და ახლა უნდა მოხდეს გადმოწერა, რომ შემდეგ დიდ ეკრანზე დეტალურად გავეცნოთ“, - განაცხადა რამიშვილმა.

 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

 

რესურსი: IPN

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები