პოლიტიკა

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი

07.08.20 9:08


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად  სპეციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირება  15 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.

 

ამის შესახებ ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, თუ მშობელი განაცხადს არ შეავსებს, ეს დასტური იქნება იმისა, რომ კომპენსაციის მიღებაზე უარს ამბობს.

 

„ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ამ წუთებშიც მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ განხორციელდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების შემდეგ, 1-ლიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა განხორციელდება, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა.

 

თუ მშობელი განაცხადს არ შეავსებს, ამით ის უდასტურებს მთავრობას, რომ კომპენსაციაზე უარს აცხადებს. ამიტომ რეგისტრაცია სავალდებულოა. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვების რეგისტრაციის სრული მონაცემები და ბაზა გვაქვს, მთავრობას ესაჭიროება კონკრეტული მონაცემები. დარეგისტრირება საკმაოდ მარტივი იქნება. ამისთვის მხოლოდ ბავშვისა და მშობლის მონაცემები და საბანკო რეკვიზიტებია საჭირო“, -განაცხადა ტიკარაძემ.

 

https://1tv.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები