პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

08.08.20 14:55


საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

 

პოლიტიკოსებმა, ჯარისკაცებმა და დაღუპულთა ოჯახის წევრებმა 12 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს და გარდაცვლილთა საფლავები ყვავილებით შეამკეს.

 

აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ჯარისკაცები იმყოფებოდნენ.

 

https://1tv.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები