პოლიტიკა
08.08.20 17:25
ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მამა-შვილის, ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა.
ქუჩას მამა-შვილის სახელი თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით მიენიჭა.
მის გახსნას ესწრებოდნენ გზირიშვილების ოჯახის წევრები, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები, თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის წარმომადგენლები. ამავე ქუჩაზე მდებარე ტაძარში მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გაიმართა.
„ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების ამბავი ჩვენი ისტორიის საოცარი ფურცელია. მამამ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის 1993 წელს, აფხაზეთში სოფელ ტამიშთან თავი გაწირა. 15 წლის შემდეგ კი სამაჩაბლოში იგივე გაიმეორა მისმა შვილმა, ვახტანგ გზირიშვილმა. იგივე მტერი, იგივე ოკუპანტი, მტრის იგივე მიზანი – საქართველოს დაპყრობა და დაჩოქება. მეორე მხარეს კი იყო იგივე ნათელი მიზანი – საქართველოს დამოუკიდებლობა, თანამებრძოლებისა და მოქალაქეების დაცვა.
მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა გმირ დედას, ქალბატონ მარინას, რომელიც არის ვახტანგ გზირიშვილის აღმზრდელი და გმირი ქმრის გმირი მეუღლე. მან ყველაფერი გააკეთა, რომ მისი შვილის და ქმრის სახელი იყოს უკვდავყოფილი. მჯერა, რომ სანამ მათი სახელები უკვდავყოფილია და ჩვენს გულებში ცოცხლობს, საქართველო ყოველთვის ძლიერი იქნება და აუცილებლად შესრულდება ის დიდი მიზანი, რისთვისაც მათ თავი დადეს. მიზანი არის საქართველოს დამოუკიდებელობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, სიმბოლურია, რომ დღეს, გაიხსნა ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების სახელობის ქუჩა.
„12 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდგომ, ჩვენ ისევ გვტკივა დღევანდელი ძალიან ტრაგიკული დღე და სიმბოლურია, რომ დღეს, გავხსენით ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების სახელობის ქუჩა. ვახტანგ გზირიშვილი აგვისტოს ომის შედეგად დაიღუპა მაში, როცა მას დაჭრილი მეომრები გამოჰყავდა სამშვიდობოზე. ეს არის ოჯახი, რომელმაც დაკარგა ორი წევრი გმირულად, დაეცნენ ჩვენი ქვეყნის მთლიანობის დასაცავად. ზუსტად ასეთ ოჯახებზე დგას ჩვენი ქვეყანა, ქვეყნის სიძლიერე და ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც მათ სახელებს უკვდავყოფს. მათი სახელები შემოვუნახეთ ჩვენ მომავალ თაობას“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ბადრი გზირიშვილი აფხაზეთის ომში იბრძოდა და ის სოფელ ტამიშში, რუსეთის შეიარაღებული ძალებსა და სეპარატისტების თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ვახტანგ გზირიშვილი კი 2008 წლის ომში დაღუპული კაპრალია, რომელიც სოფელ ტბეთთან რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად დაიჭრა და იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც სამხედროებს სამშვიდობოზე გამოჰყავდათ.
https://1tv.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24