მეცნიერება
02.09.20 13:20
„თბილისის ანძა საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი ობიექტი გახდება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქის მერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს და პროექტის განხორციელების შემდეგ, დაახლოებით, 70 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება კვების ობიექტები და გადმოსახედი, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება.
„როგორც გახსოვთ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, თბილისის სატელევიზიო ანძის რეაბილიტაციაზე ვსაუბრობდი. ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე ბევრი ვიმუშავეთ. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, რომ შეგვემუშავებინა კონცეფცია, თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი სატელევიზიო ანძაზე, მისი განვითარება-რეაბილიტაციისთვის. ტენდერში გაიმარჯვა ესტონურმა კომპანიამ „კოკო“, რომელსაც მსგავს ობიექტებზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ უკვე გეგმარება ჩავიბარეთ. საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი ობიექტი გამოდის. დაახლოებით, 70 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება გადმოსახედი, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება, ასევე, კვების ობიექტები.
ვფიქრობ, რომ თბილისისთვის ჩვენი სატელევიზო ანძის სწორად გამოყენება, ფუნქციის მინიჭება, დამატებითი მიზიდულობის ცენტრი იქნება. როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, ჩამოსულ ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა, ამ ადგილით ისარგებლონ. გვინდა, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ, რომ ბიზნესსექტორი დავაინტერესოთ. დაახლოებითი გათვლები გვაქვს და პროექტის განხორციელებას 10-დან 15 მილიონ ლარამდე დასჭირდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, რომელმაც ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, ბიზნესსექტოთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს, რადგან თბილისის სატელევიზიო ანძის სწორად გამოყენება ბიზნესისთვისაც საინტერესოა.
„ის ვიზუალი, რომელიც ესტონურმა კომპანიამ წარმოადგინა, ისტორიულ-კულტურულ საბჭოსთან უკვე შეთანხმებულია, არის რეკომენდაციები და შემდგომ ეტაპზე პატარა ცვლილებები მოგვიწევს. ამ ეტაპზე კი ტენდერს ვაცხადებთ. მინდა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, მჭიდრო კომუნიკაცია იქონიოს ბიზნესსექტორთან, კომპანიებთან, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული. ისიც მესმის, რომ დღეს მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის და შეიძლება კომპანიების შერჩევა გარკვეულწილად გაჭირდეს, თუმცა სატელევიზიო ანძა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ტიპის ერთადერთი ობიექტია. მისი სწორად გამოყენება საკმაოდ საინტერესო იქნება იმ ბიზნესისთვის, ვინც ამ პროექტში ჩაერთვება.
დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებში თბილისის ანძა ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მიმართვა აფხაზებს: არ დაუშვათ გაუქმებული „არცახის“ აფხაზეთში გადასახლება
9:4030.09.23
-
მიმართვა აფხაზებს: არ დაუშვათ გაუქმებული „არცახის“ აფხაზეთში გადასახლება
9:3530.09.23
-
18:0029.09.23
-
ნათია თურნავა ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა
17:3029.09.23
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
17:0029.09.23
-
16:3029.09.23
-
16:0029.09.23
-
პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
15:3029.09.23
-
გერმანიის და საფრანგეთის ელჩების განცხადება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე
15:0029.09.23
-
საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები იზრდება
14:3029.09.23
-
14:0029.09.23
-
13:4029.09.23
-
13:2029.09.23
-
კახა კალაძე ოპოზიციაზე: რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის
13:0029.09.23
-
12:3029.09.23
-
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
12:0029.09.23
-
11:4029.09.23
-
11:2029.09.23
-
11:0029.09.23
-
10:4029.09.23
-
გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტის ვოიაჟი და განცხადებები რევოლუციურ სცენარს ემთხვევა
10:2029.09.23
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
10:0029.09.23
-
შსს-ს700-მდე ახალი თანამშრომელი ემატება
18:0028.09.23
-
17:4028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
17:2028.09.23
-
17:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
16:4028.09.23
-
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები იზრდება
16:2028.09.23
-
16:0028.09.23
-
ხატია დეკანოიძე - ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობაში ამხილა
15:4028.09.23
-
15:2028.09.23
-
“მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა პირველ იანვარს არსებობას შეწყვეტს” – განკარგულება
15:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
14:4028.09.23
-
ზურაბ უტიაშვილი რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
14:2028.09.23
-
საქართველოში წელს ცოფის 68 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით მცირედი ზრდაა
14:0028.09.23
-
13:4028.09.23