საზოგადოება

თბილისში საველე კარვების განთავსება იგეგმება

21.09.20 15:20


თბილისში საველე კარვების განთავსება იგეგმება, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრში განუცხადეს, ტესტის ჩატარება ნებაყოფლობითი იქნება და ის უფასოდ გაკეთდება.

 

კონკრეტულად რა ლოკაციებზე განთავსდება თბილისის ქუჩებში საველე კარვები, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს.

 

შეგახსენებთ, კორონავირუსზე უფასო ტესტირებისთვის საველე კარვები ამ დროისთვის აჭარის რეგიონში კერძოდ, ბათუმსა და ქობულეთშია განთავსებული.

გაფართოებული ტესტირების ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს კორონავირუსზე ტესტის აღება უფასოდ შეუძლიათ.

 

საკოორდინაციო საბჭომ აჭარის რეგიონში საველე კარვების განთავსების გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობის შემთხვევების ზრდის და ზაფხულის სეზონზე აჭარაში დამსვენებლების რიცხვის მატების გამო მიიღო.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები