პოლიტიკა

"ენმ" ხელისუფლებაში ყოფნისას ჯერ არჩევნებს აყალბებდა, ახლა კი - კვლევებს - კალაძე IPSOS-ის კვლევაზე

21.09.20 16:00


"ქართული ოცნება" არც IPSOS-ის კვლვებს ენდობა და პარტიულს უწოდებს.

კალაძეს თქმით კვლევებს "თვალი მოკრა" და "ენმ" ხელისუფლებაში ყოფნისას ჯერ არჩევნებს აყალბებდა, ახლა კი - კვლევებს.

 


"ის, რაც გუშინ აჩვენეს, ყველფერს ცდება|" - განაცხადა კალაძემ.

 

ქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ კოალიციური მთავრობა არ იქნება და "ქართული ოცნება" არჩევნებს უპირობოდ მოიგებს:

 

„ბოლო დროს ძალიან ბევრი კვლევა ვიხილეთ და მხოლოდ ერთი შემიძლია, ვთქვა, თუ წინა წლებში, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო და აყალბებდა არჩევნებს, ახლა ისინი დაკავებულნი არიან კვლევების გაყალბებით"- განაცხადა კახა კალაძემ.

 

IPSOS-ის კვლვით ირკვევა, რომ ხალხი ცვლილებებს ითხოვს, მზადაა ხელისუფლების შესაცვლელად.

 

ცნობისთვის, კვლევა ტელეკომპანია “მთავარის” დაკვეთით კვლევა გამოქვეყნდა, სადაც საერთო ჯამში ოპოზიციური ხმები, აჭარბებს ამჟამინდელი მმართველი გუნდისას.

 

IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

 

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები