პოლიტიკა

ილჰამ ალიევი: საქართველომ თავის ტერიტორიაზე სომხეთისთვის იარაღი არ გაატარა

21.09.20 16:40


საქართველო საკუთარი ტერიტორიით სომხეთისთვის იარაღის გადატანას არ დათანხმდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ალიევმა ამისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა.

 

„საქართველო მოიქცა, როგორც ძალზე სანდო პარტნიორი. მან საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთისთვის იარაღის გადატანას არ დათანხმდა. ამის შემდეგ სომხეთს იარაღი საჰაერო გზით და კასპიის სახელმწიფოების ტერიტორიის გავლით მიაწოდეს“ - განაცხადა ალიევმა.

 

მან ასევე დაამატა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება თბილისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი.

 

ცნობისთვის, ივლისში, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე კონფლიქტი გამწვავდა, აზერბაიჯანული გამოცემა Hakkim.az-მა დაწერა, რომ სომხეთს საქართველოს ტერიტორიის გავლით სერბეთიდან იარაღი მიეწოდება.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები