პოლიტიკა

დაკავებულია კაცი, რომელიც მოზარდს წლების განმავლობაში აუპატიურებდა – შსს

22.09.20 15:20


მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით შსს-მ 68 წლის კაცი დააკავა. უწყება ამბობს, რომ კაცი მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვანს წლების განმავლობაში აუპატიურებდა და ემუქრებოდა.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვანთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა.

 

კაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა,“ – ამბობს შსს.


გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლით, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ეს დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები