პოლიტიკა

ნინო წილოსანმა მწვანე ბიუჯეტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა

22.09.20 16:40


პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა დღეს მწვანე ბიუჯეტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას გააცნო კომიტეტის მიერ დამტკიცებული ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ფაქტობრივად, კომიტეტის მომდევნო ოთხი წლის სამუშაო პრიორიტეტებს განსაზღვრავს ბიუჯეტის მიმართულებით. ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, მწვანე ბიუჯეტის პროექტი მწვანე ბიუჯეტის სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, როგორც ეს ბიუჯეტის გეგმით იყო გათვალისწინებული და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი კომიტეტმა იგი 9 სექტემბერს დაამტკიცა. დღეს კი გაიმართა საჯარო პანელური დისკუსია საზოგადოების ჩართულობით.

 

„დღევანდელ პრეზენტაციაში სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ დაინტერესებული პირები როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

დოკუმენტში გაანალიზებულია სახელმწიფოს გარემოსდაცვითი ფუნქციების განხორციელების შედეგები და განსაზღვრულია საბიუჯეტო პრიორიტეტები და მის საფუძველზე შემუშავებულია რეკომენდაციები 2021-2024 წლებისთვის.

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელ ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მწვანე ბიუჯეტი გახდება სახელმძღვანელო დოკუმენტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი კომიტეტისათვის 2021-2024 წლების განმავლობაში გარემოსდაცვითი პრიორიტეტების შესახებ, რომლებიც წლების მიხედვით ეტაპობრივად აისახება ქვეყნის ბიუჯეტში.​

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები