პოლიტიკა

"დავიცვათ წესები, ეკონომიკის გაჩერების რესურსი არ არსებობს"- მთავრობა

22.09.20 18:00


მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან წესები და ეცადონ, აირიდონ კორონავირუსის გავრცელება, ვინაიდან ეკონომიკის გაჩერების და ვირუსის ასე შეკავების რესურსი არ არსებობს.

 

 


"ვეღარ ჩაიკეტება ეკონომიკა. ეს ყველაფერი დააზარალებს, პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს. უნდა გამოვიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა და სასურველია, პირბადე ვატაროთ არა მხოლოდ შენობის შიგნით, არამედ გარეთაც, როცა სხვა ადამიანებთან ახლოს გვიწევს ყოფნა". - განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა და დასძინა, რომ არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის და მკაცრი შეზღუდვების გამოცხადება არ იგეგმება.

 

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ესა თუ იმ მუნიციპალიტეტი ან სოფელი მიზნობრივად და წერტილოვნად ჩაიკეტება.

 

"ესეც რომ არ მოხდეს, მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ, რეგიონში თუ თბილისში, დავიცვათ წესები", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები