მსოფლიო

აზერბაიჯანული მხარე: სომხების რაკეტა ნახიჩევანში აფეთქდა

16.10.20 15:40


სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ გამოჩვებული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აფეთქდა. ამის შესახებ Report.az-ს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცნობეს.

 

ამ ინფორმაციის მიხედვით, რაკეტა ღუბადლის რაიონიდან გამოუშვეს და ის ორდუბანის რაიონის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას ჩავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა გერანბოის, ტერტერის და აღდამის რაიონების სოფლები დაბომბეს.

 

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა.

სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ამ ხნის განმავლობაში 555 ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა. აზერბაიჯანული მხარის დანაკარგების შესახებ უცნობია.


10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები