მსოფლიო
15.12.20 12:00
„თურქული კარიბჭე“ ანუ ბაქო-თბილისი-ყარსის ალტერნატივა". ამ სათაურის სტატიას აქვეყნებს აზერბაიჯანული გამოცემა Report.az და აზერბაიჯანიდან ნახიჩევანში, შემდეგ კი თურქეთში რკინიგზის მშენებლობის პერსპექტივებზე წერს.
ეკონომიკის ექსპერტი ელშად მამედოვი აცხადებს, რომ ამ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს აზერბაიჯანის და მთელი რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
„წლების განმავლობაში ნახიჩევანთან აზერბაიჯანს კავშირი მხოლოდ საჰაერო გზით ჰქონდა. ნახიჩევანის გარდა, დანარჩენ აზერბაიჯანს არა აქვს სახმელეთო საზღვარი თურქეთთან. ამის გამო აზერბაიჯანი ევროპულ ბაზარს მხოლოდ საქართველოს გავლით უკავშირდებოდა, რაც მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა. კარგი პოლიტიკური ურთიერთობების არსებობის შემთხვევაშიც კი ზედმეტი დამოკიდებულება გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ასეთი სიტუაცია ამ ქვეყნებს უფრო აწყობთ. ამიტომ აუცილებელია ევროპის ბაზრებზე გასვლის დივერსიფიცირება. ასევე ეს ნიშნავს, რომ ნახიჩევანი აზერბაიჯანის ეკონომიკურ სივრცეში უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული, რაც ძალზე მნიშვნელოვანია“ - აცხადებს მამედოვი.
ექსპერტს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანს რუსეთ-თურქეთ-ირანს შორის ტრანზიტული ფუნქციის შესრულება შეუძლია. „ტვირთბრუნვა ამ ქვეყნებს შორის იზრდება, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობა ღრმავდება, ასე რომ აზერბაიჯანი ამ სახელმწიფოებს შორის საკვანძო ქვეყანა უნდა გახდეს, რაც სამხრეთ კავკასიაში მის პოზიციებს გააძლიერებს.
პროფესორი აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის რკინიგზის მშენებლობის საკითხში ის არის, რომ რკინიგზამ სომხეთის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს, შესაბამისად პროექტის განხორციელებას 3-5, შეიძლება 10 ან მეტი წელი დასჭირდება. „ვფიქრობ, სომხეთს ყველა ვარიანტში რეგიონულ ეკონომიკურ პროექტებში ჩართვა მოუწევს. სახელმწიფოს, რომელიც ამ პროცესებს მიღმა დარჩება, ეკონომიკური გაკოტრება ემუქრება. ამასთანავე ეკონომიკურმა პროექტებმა პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას უნდა შეუწყოს ხელი, რაც ამ რეგიონს მომავალში სტაბილურობის და მშვიდობის რეგიონად აქცევს“ - წერს მამედოვი.
ექსპერტი აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დაწყებისას მსოფლიოში და რეგიონში სხვა გეოპოლიტიკური მდგომარეობა იყო.
ამასთანავე, ამ პროექტზე უარის თქმას არავინ აპირებს. „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის პროექტში მილიარდები ჩაიდო. ეს რკინიგზა აზერბაიჯანისთვისაც და სხვა ქვეყნებისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წყალობით მნიშვნელოვნად გაიზრდება.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 361
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24