მსოფლიო

მთიან ყარაბაღში შეიარაღებული შეტაკება მოხდა - არიან დაღუპულები

28.12.20 14:00


მთიანი ყარაბაღის ჰოჯავენდის რაიონში აზერბაიჯანულ სპეცრაზმელებსა და ტყეში ჩარჩენილ სომხურ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა.

ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამის შესახებ  Report.az იუწყება.

 


შეტაკების შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა და კიდევ ერთი დაიჭრა. ასევე დაიღუპა სომხური დაჯგუფების ექვსი წევრი.

 

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე, 44 დღეს გრძელდებოდა. 10 ნოემბერს აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერებმა რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შემდეგ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, თუმცა ლოკალური შეტაკებები დროდადრო ხდება.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები