საზოგადოება
26.02.21 16:20
საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე ვ.გ.-ს, გ.ს.-ს და ს.ს.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 თებერვალს, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ვ.გ., გ.ს. და ს.ს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ვახტანგ სანაიას, მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ. ბრალდებულებმა ვახტანგ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ხოლო ვ.გ. ვახტანგ სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ს.ს-მ ძალადობა განახორციელა ვახტანგ სანაიას თანმხლებ ნ.მ-ს მიმართ.
სამართალდამცველებმა ვ.გ., გ.ს. და ს.ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას ატარებს და აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთან ბრძოლა უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ვახტანგ სანაიას მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, როგორც მსგავსი კატეგორიის სხვა დანაშაულებზე, უწყებას მკაცრი მიდგომა ექნება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია. ბრალდების მხარე დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს.
პროკურატურამ ვ.გ.-ს, გ.ს.-ს და ს.ს.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 334
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24
-
გურამ მაჭარაშვილი - სუვერენიტეტის შეზღუდვა სარწმუნოების გაქრობის ფონზე ხდება
11:3922.04.24
-
11:1522.04.24
-
10:4022.04.24
-
სუს-ი - მთელი ღამე მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები
10:0022.04.24
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24